მარნეულის სკოლებში სასწავლო პროცესი პირველი სემესტრის ბოლომდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ქალაქებში დისტანციური სწავლების რეჟიმი მიმდინარე სემასტრის დასრულებამდე გაგრძელდება. შეზღუდვა ვრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტზეც.  სწავლა დისტანციურად დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.– წერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქენან ომაროვმა განუცხადა, შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქალაქზე, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებზე.

აღსანიშნავია, რომ 12 ნოემბრიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები