მარნეულის ოთხ სკოლაში ჰიბრიდული სწავლება მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხი საჯარო სკოლა ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა. შერეული სწავლება სულ 42 კლასში მიმდინარეობს. როგორც მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  იურისტი მაკო ბუდაღაშვილი ამბობს, ოთხივე სკოლის შემთხვევაში, დისტანციური სწავლების მოთხოვნა როგორც მშობლებიდან, ასევე მასწავლებლების მხრიდან იყო.

ჰიბრიდული სწავლება ამ ეტაპზე კასუმლოს, თაზაქენდის N1, ქალაქ მარნეულის N1 და N5 საჯარო სკოლებში მიდინარეობს. რესურსცენტრის იურისტს თქმით, სკოლების ჩამონათვალი შესაძლოა გაიზარდოს.

„გრძელდება სკოლების მხრიდან მოთხოვნა. ზოგს აქვს ტრანსპორტის პრობლემა. მოგეხსენებათ, რომ არის შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით და ვერ ახერხებენ გადაადგილებას ვერც საკუთარი სახსრებით და ვერც სკოლა უზრუნველყოფს დაფინანსებას იმიტომ, რომ არ აქვს საკმარისი მატერიალური სახსრები. გამომდინარე აქიდან, იძულებულები არიან გადაიყვანონ ასეთი პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე“ - ამბობს მაკო ბუდაღაშვილი

1 თებერვლიდან მარნეულში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლა. მასწავლებელთა ნაწილმა ტრანსპორტის არარსებობის გამო ვერ მოახერხა სამუშაო ადგილებზე დაბრუნება. მშობელთა ნაწილი კორონავირუსის გამო შვილების სკოლაში გამოშვებას მოერიდა და ონლაინ სწავლება ამჯობინა. 

აღსანიშნავია, რომ დღეს, 4 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. საჯარო ტრანსპორტი მუშაობას 8 თებერვლიდან განაახლებს.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები