დისტანციური განათლების თემაზე მოსწავლეების გამოკითხვა იწყება

„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ იწყებს მოსწავლეების გამოკითხვას. გამოკითხვა, რომელიც ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩატარდება ერთი წლის განმავლობაში დისტანციური სწავლების მეთოდის შესახებ იქნება.



„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქამრან ეფენდიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გამოკითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გამოკითხვის შედეგები გასაჯაროვდება, მიღებული ინფომრაციის მიხედვით კი ორგანიზაცია ახალ პროექტებს განახორციელებს.

გამოკითხვის შემდეგ გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია იმუშავებს, პროექტებს დავწერთ. არაფორმალური განათლების სისტემით მოსწავლეებს დავეხმარებით, რომ დაკარგული რესურსები აღიდგინონ“ - განაცხადა ქამრან ეფენდიევმა

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის ძირითადი ნაწილი ელექტრონულად განხორციელდება. ხოლო ის მოსწავლეები, ვინც კითხვარის შევსებას ელექტრონულად ვერ მოახერხებს, ორგანიზაციის მოხალისეების დახმარებით კითხვარის სკოლებში შევსება შეეძლებათ.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე

რადიო "მარნეული"

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები