მარნეულის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა იხსნება
მარნეულის ამერიკულ კუთხეში 8 ივლისს საზაფხულო სკოლა გაიხსნება. 8-დან 12-წლამდე მოზარდებისთვის გათვლილი საგანმანათლებლო სივრცე მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში იფუნქციონირებს. როგორც ამერიკული კუთხის კოორდინატორი მელექ გულიევა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, სკოლა ამ ეტაპზე, 30 მოზარდს მიიღებს. მელექის თქმით, მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, თუმცა პირველი ოცდაათი შეარჩიეს. მოსწავლეები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან და გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩაუტარდებათ.

„ერთ თვეზე მეტია ამერიკულმა კუთხემ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. ჩვენ გადავწყვიტეთ დგვეწყო ასეთი საზაფხულო პროგრამა. ძირითადად იქნება არაფორმალური ხასიათის გაკვეთილები. ბავშვები გაერთობიან, გაიცნობენ ახალ მეგობრებს და პარალელურად ისწავლიან და შევეცდებით სახალისო თამაშებით განვავითაროთ მათი ინგლისური. ერთი დღე გვექნება გრამატიკული საკითხები, მეორე დღეს კი თამაშები, ამერიკული კულტურა, ფილმები და ა.შ“ - ამბობს მელექ გულიევა

მელექ გულიევას თქმით, საზაფხულო სკოლა უფასო იქნება და სექტემბრიდან სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები