მარნეულელ პირველკლასელებს „ბუკები“ ჯერ არ დარიგებიათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 74-მა საჯარო სკოლამ, 2000- მდე პირველკლასელი მიიღო. პირველი ზარი მათთვის 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაირეკა. სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაცემული კომპიუტერები მარნეულში ჯერ არ დარიგებულა. როგორ რადიო „მარნეულს“ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ განუცხადა, მისი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები იყო ტენდერში. კომპიუტერების გადაცემას კი მაქსიმუმ 25 ოქტომბრისთვის ვარაუდობენ.

„სამმწუხაროდ, ვერ მოხერხდა „ბუკების“ დარიგება ტენდერში შეფერხებებია. პირველი პარტია შემოვიდა და დაურიგდა შედარებით მცირეკონტიგენტიან რესურსცენტრებს. ჩვენთან მაქსიმუმ 25 ოქტომბრამდე მოხდება მათი დარიგება და მათი დამრიგებლებიც მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს. აი, მაგალითად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს დაურიგდა, ვინაიდან მხოლოდ 270 პირველკლასელი იყო მათთან“ - ამბობს ირმა დავაძე.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით, აუცილებელი იქნება, რომ სასწავლო სივრცეში ყველამ პირბადე ატაროს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები