მარნეულის სამ საბავშვო ბაღში სწავლა ვერ დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. მუნიციპალიტეტმა წელს 1 600 მდე აღსაზრდელი მიიღო. 14 საბავშვო ბაღიდან მუშაობის განახლება სამმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ვერ შეძლო. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ორ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ერთი ბაღი, ავარიულ მდგომაროებაშია და სასწავლო პროცესის განახლება შეუძლებელია.

„4 ოქტომბერს მარნეულის მასშტაბით 14 ბაღიდან გასნილი იქნა 11 ბაღი. სამი ვერ ვერ გაიხსნა. ეს არის ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღი და ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღი. კიდევ ერთი, რომელიც ვერ გაიხსნა, არის შულავერის ბაღი, ექსპერტიზის დასკვნით არის დახურული ავარიულ მდგომარეობაში. სწავლება მიმდინარეობს 47 ჯგუფში“


ქარამოვი ამბობს, რომ აღსაზდელები, რომლებიც ქალაქ მარნეულის N1, ყიზილაჯლოს და შულავრის ბაღში იყვნენ რეგისტრირებულები, N3 ბაღში გადანაწილდნენ, ნაწილი კი დამატებით სიებში რჩება. სარეზერვო სიაში ჩაწერილ აღსაზრდელებს ბაღში სიარულის შესაძლებლობა მხოლოდ გამოთავისუფლებული ადგილების ხარჯზე ექნებათ.

ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ყიზილაჯლოს ბაღსა და ქალაქ მარნეულის N1 ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში განახლდება. რაც შეეხება შაუმიანის სააღმზრდელო დაწესებულებას, გახსნის დრო ჯერჯერობით უცნობია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები