არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგები თვლიან, რომ საგამოცდო ნაშრომების აზერბაიჯანულიდან ქართულზე თარგმნისას თარჯიმნებს შეცდომები მოსდით
მარნეულის მუნიციპალიტეტის არაქართულნაოვანი სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის ნაშრომების გასწორებით უკმაყოფილოები არიან. ვუსალა ქერაქოვა მეორე წელია ქალაქ მარნეულის N7 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მაძიებელი მასწავლებელია. მუშაობის გაგრძელების წინაპიორბა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაა, რისთვისაც მან 10 კრედიტი უნდა მოიპოვოს.

პედაგოგს გამსვლელი ქულამდე წელს 0.80%დააკლდა. ვუსალამ საგანი აზერბაიჯანულ ენაზე ჩააბარა. ამბობს, რომ პასუხები აზერბაიჯანულიდან ქართულზე ითარგმნება და გასწორებაც სახელმწიფო ენაზე ხდება. პედაგოგი მიიჩნევს, რომ პრობლემა სწორედ თარგმანიშია. ფიქრობს, რომ მთარგმნელებს პასუხები ხშირად უზუსტობით გადააქვთ.

ვუსალა ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემით სხვა მასწავლებლებთან ერთად, განცხადების დაწერას და განათლების სამინისტროს სახელზე მიმართვას გეგმავს.

"ჩვენ 10 კრედიტს ვკარგავთ. რა თქმა უნდა, მადლობა, რომ გვიქმნით შესაძლებლობას განვავითაროთ საკუთარი თავი ჩვენს პროფესიაში, მაგრამ თარგმანის პრობლემა არის როგორც ვხვდები. მივმართავთ იმათ, ვინც პასუხებს აზერბაიჯანულიდან ქართულად თარგმნის. ეტყობა ესენი გრამატიკულ შეცდომებს უშვებენ და ამის გამო ქულები გვაკლდება. მასწავლებლებს რომ აძლევენ ხოლმე შესაძლებლობას ტრენინგებით მოიპოვონ კრედიტქულელები ჩვენც გაგვითვალისწინონ ხოლმე. ზოგჯერ კითხვებში უზუსტობებია. მაგალითად გავასაჩივრე საკითხი რომელიც შეცდომაში ჩამითვალეს. იქ ეწერა დაწერეთ ციფრი და მე სიტყვიერად დავწერე. რის გამოც ქულა დამაკლდა. ჩვენ აქ იმიტომ მოვედით რომ შევძლოთ საკუთარი თავის განვითარება და არსებული ხარვეზებზე მივუთითოთ“

კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელსაც 10 კრედიტის მოსაპოვებლად ვუსალას მსგავსად 0.80 ქულა დააკლდა და მთავარ პრობლემას ნაშირობის თარგმანში ხედავს, რასიმა ბადალოვაა. პედაგოგი გვიყვება, რომ ორი წელია გამოცდის ჩაბარებას ცდილობს. პირველად ბარიერი გასულ წელს ვერ გადალახა. მაშინ ფიქრობდა, რომ პრობლემა მასში იყო და დამატებითი მომზადება სჭირდებოდა. თუმცა ახლა მიიჩნევს, რომ პრობლემა თარმანთან აქვთ.

"ორ წელიწადში 2-ჯერ ჩავაბარე გამოცდა და ორივეჯერ ანალიტიკიურ ნაწილში ჩავიჭერი. დაბალ შეფასებას მიწერენ. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ საგანზე ბარიერს ვლახავ, ანალიტიკურ ნაწილში თვითონ აფასებენ. კითხულობენ, თარგმნიან ქართულ ენაზე და ისე აფასებენ. თარგმნის დროს სიტყვები იცვლება. ჩვენი აზრი იკარგება. ან გაუგებრობა ხდება ან არაკომპონენტური პიროვნებები თარგნიან - არ ვიცი. შედეგები გავასაჩივრე, 1 ქულა მომიმატეს მაგრამ 0.80 და მაკლდა. მეც სასამართლში შევიტანე საქმე და უნდა განიხილონ ჩემი საქმე. მათი აზრიც მაინტერესებს. ამ სფეროში კომპეტენტურმა მასწავლელებმა უნდა ნახონ პასუხები. აქ საუბარია ჩვენს კარიერაზე. ჯერ დასაწყისში ვართ და ჩვენც გვინდა წინ წავიდეთ, წარმატებას მივაღწიოთ. პირველ ჯერზე, არაფერი გავაკეთე. ვიფიქრე, რომ პრობლემა ჩემშია. მაგრამ მე არ ვარ ისეტი სუსტი რომ ეს არ ჩავაბარო. რთულიც არაფერია და მეორეზეც ასე რომ მოხდა გამიკვირდა."

რადიო "მარნეული" საკითხის გასარკვევად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. განმარტავენ, რომ ნაშრომების გასწორება კვალიფიციური კადრების მეშვეობით ხდება. შედეგების გასაჩივრების შემდეგ ნაშრომები თავიდან გადაიხედება, თუმცა თუ გამოსაცდელი მათ შედეგებს არ ეთანხმება შემდეგი ინსტანცია სასამართლოა.

"როგორც იცით, პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საშუალებას აძლევს შეასრულონ ტესტური დავალებები როგორც სახელმწიფო, ასევე მათთვის სასურველ ენაზე - ეს ცენტრის კეთილი ნებაა. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა არჩია ტესტის მაგ. აზერბაიჯანულ ენაზე შესრულება, გასწორების პროცესში საგნის ექსპერტთან ერთად მონაწილეობს თარჯიმანიც. გასწორების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი აქაც დაცულია - თითოეულ პასუხს მინიმუმ 2 გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასწორებს, ცხადია, ენის კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად. თუ მათი შეფასება ერთმანეთს არ დაემთხვევა, ერთვება მესამე გამსწორებელი. შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს მიღებული ქულა. ამ შემთხვევაში იკრიბება უკვე ცალკე კომისია, რომელიც თარჯიმნის დახმარებით თავიდან აფასებს ნაშრომს და იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ამგვარი მექანიზმი უზრუნველყოფს გასწორების ობიექტურობასა და სისწორეს, რაც უკვე წლებმა და გამოცდილებამაც გვაჩვენა. თუ არც დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილებას ეთანხმება გამოსაცდელი, შემდეგი ინსტანცია უკვე სასამართლოა”.
- ამბობენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რასიმა ბადალოვამ სწორედ სასამართლოში აქვს გასაჩივრებული სამქე და ახლა პასუხის მიღების მოლოდინშია.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები