გიორგი კეკელიძემ „ახალი აზროვნების ინსტიტუტს“ წიგნები აჩუქა

11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე „ახალი აზროვნების ინსტიტუტს“ ესტუმრა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი აცხადებს, რომ კეკელიძემ ინსტიტუტსა და „სათემო ცენტრების ქსელს“ წიგნები აჩუქა.

ეფენდიევის თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მათ ორგანიზაციაში პირველად არ მისულა. კეკელიძე ადრეც ესტუმრა ცენტრს და წიგნები გადასცა.

„გიორგი ახალგაზრდებს ესაუბრა და მოტივაცია მისცა მაგათ. ახლად შექმნილი ინტერნეტ თამაში, „დავითაიაც“ გააცნო. თამაში სამ ენაზე მოქმედებს, ახალგაზრდები დაინტერესდნენ. შემდეგ კი ჩაის სუფრა გავშალეთ, ტრადიციული ტკბილეულები გავაცნეთ“.

გიორგი კეკელიძე სექტემბერში მანრეულის სოფელ წერაქვშიც იმყოფებოდა, სადაც „სკვერი ბიბლიოთეკა“ გახსნა.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები