რატომ დააბარეს მარნეულის ბაღში მშობლებს ჰიგიენის და საკანცელარიო ნივთების მიტანა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღის აღსაზრდელების მშობლები წუხან, რომ მათ შვილებს სააღმზრდელო დაწესებულებაში საკანცელარიო ნივთების და ჰიგიენური საშუალებების მიტანა საკუთარი სახსრებით უწევთ.

ნონა სამხარაძე ერთადერთი მშობელია, რომელმაც ამაზე საუბარი საჯაროდ დაიიწყო. „ფეისბუკის“ პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას საკითხის მოკვლევისკენ მოუწოდა. ნონას, შვილი, საბავშვო ბაღ „ჩიორაში“ დაჰყავს. ამბობს, რომ ეს ერთი ბაღის პრობლემაა არაა და მსგავსი წუხილები სხვა ბაღის მშობლებისგანაც მოუსმენია.


„დღეს ალექსანდრე მეუბნება, რომ უნდა გავატანო ბაღში საკანცელარიო ნივთები და ჰიგიენური საშუალებები!
მე ვიყიდი და მეტიც, შემიძლია ერთ ბავშვსაც ვუყიდო, დამატებით!
მაგრამ!
რა შეიცვალა, რომ ადრე გქონდათ ფული და ახლა გამოუცხადეთ ბაღს, რომ ფული აღარ გაქვთ? თუ მარნეულია და ‘მოსულა’ როგორც ბევრ სხვა საქმეში.
- რაიმე საკრებულოს გადაწყვეტილება გაქვთ ამ საქმეზე, რომ ვეღარ ყიდულობთ?“ -
წერს ნონა სამხარაძე.

აღნიშნული ნივთების შეძენა მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ევალდება და მუნიციპალიიტეტში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებს უნაწილებს. რატომ დასჭირდა „ჩიორას“ აღმზრდელებს მშობლების დახმარება, ამ ფაქტს ამავე ბაღის გამგე, ქეთევან მინაძე ‘“მცირედი შეფერხებით“ ხსნის.



„ეს იცით რა იყო? ნაწილი შემორჩენილი (ნივთების), ნაწილზე უნდა დაგვლოდებოდნენ. აი, მაგალითად, გუშინ, 14 ოქტომბერს შემოიტანეს. რომ ვუთხრი (ბაღის აღმზრდელებს) დაველოდოთ და აღარ დაელოდა, ზოგს მასწავლებელმა გამოუცხადა. გუშინ შემოგვივიდა ყველაფერი. მარტო გამოსშვებ ჯგუფში უთქვამთ გოგოებს. ჩვენი სამსახურში გამოსვლა გადაწყდა სამი დღით თუ ოთხი დღით ადრე, არ ვიცოდით დაიწყებოდა თუ არა და მემგონი, ამან შეუშალა ხელი, თორე ჩვენ წლის ბოლოს ვღებულობთ ხოლმე ნივთებს და ვინახავთ. წელს მართლა ასე მოხდა, მაგრამ შემოიტანეს“

მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანება მსგავსი ფაქტების შესწავლას გეგმავს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, ჰიგიენის და საკანცელარიო ნივთების მშობლებისთვის დაბარება აკრძალულია. მით უმეტეს, დაუშვებელია სველი სალფეთქის სააღმზრდელო დაწესებულებაში მიტანა. ქარამოვის თქმით, 15 ოქომბრიდან ბაღებში მონიტორინგის აწარმოებს.



„არანაირი ნივთის მოტანა არ ევალება მშობელს. არ შეიძლება. ჩვენი, ადმინისტრაციის მხრიდან აკრძალულია ერთიო სიტყვით და მეორე სიტყვა არც შეიძლება ვთქვათ. რაღაცის თხოვნა არ შეიძლება. მაგალითად თუ სველ სალფეთქს ითხოვენ, ეს კანონით არ შეიძლება საერთოდ რომ შემოვიდე. მშრალი სალფეთქი არის ბაღში და იმით სარგებლობენ. მეც მივიღე უკვე ამ საკითხებზე ინფორმაცია და 15 ოქტომბრიდან დაიწყება მუშაობა მონიტორინგის ჯგუფის მიერ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, შესაბამის ზომებს მივიღებთ. რომელმა ბაღის გამგებ ან აღმზრდელმა მოითხოვა, ეს ყველაფერი რაც არ შეიძლება რომ მოითხოვოს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. წინასწრ ვერ გეტყვით რა ზომებს მივიღებთ“

რა ზომებს მიიღებს მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანება, ჯერჯერობით უცნობია. დეტალების გარკვევის შემთხვევაში მასალა განახლდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები