მარნეულში 10 სკოლის 80 კლასი დისტანციურად სწავლობს
11 ნოემბრის სტატისტიკით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 10 სკოლის 80 კლასი დისტანციურად სწავლობს. გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო მიიღეს. როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი, ნანა მოსიაშვილი ამბობს, შესაძლებელია ითქვას, რომ ინფიცირების შემთხვევები მოსწავლეებსა და მასწავლებელებში თითქმის თანაბრად მოდის.

„ამ ეტაპზე დისტანციურად სწავლობს წერეთლი, ხოჯორნი, მარნეულის N2, მარნეული N8, მარნეულის N5, საიმერლოს, ჯანდარას, ილმაზლოს და ქესალოს საჯარო სკოლები. ინფცირებება დაახლოებით 50-50-ზეა. როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების შემთხვევაში“

15 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო სრულად დაიხურა სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა და სწავლებამ ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ძალაში რჩება მასწავლებლების სავალდებულო ტესტირებაც, რომელიც ყოველკვირეულად ტარდება.

74-ივე სკოლაში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს განახლდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, აუცილებელია, რომ სასწავლო სივრცეში ყველამ პირბადე ატაროს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 820 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 017 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 82-ია.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები