მიხეილ ჩხენკელი - სკოლის დირექტორების კონკურსი 2022 წელს ჩატარდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს სკოლის დირექტორების კონკურსი.

ჩხენკელმა ამ საკითხზე გიორგი ვაშაძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურსის გადადებას ორი მიზეზი ჰქონდა.

მისი განმარტებით, კონკურსი 2022 წელს ჩატარდება.

„რატომ არ ტარდება დირექტორების კონკურსი, ამასთან დაკავშირებით ორი მიზეზია. ჩატარდება გაისად, 2022 წელს. აქ არანაირი პოლიტიკური მიზეზი არ არის. პირველი მიზეზი, რატომ გადაიდო დირექტორების კონკურსი, გახლავთ პანდემია. ხოლო მეორე - ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩამოყალიბდა სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ევროპული ტიპის სკოლის ჭეშმარიტი ლიდერი. ამ სტანდარტების შემუშავება 2021 წელს დასრულდა და 2022 წელს კი დირექტორების კონკურსი ჩატარდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ჩხენკელი დეპუტატების კითხვებს „მინისტრის საათის“ ფორმატში პასუხობს, დაინტერესდა, რატომ ჰყავს ქვეყნის მასშტაბით 1022 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და რატომ ვერ ხერხდება მათი კონკურსის წესით დანიშვნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები