კორონავირუსის გამო საიმერლოს სკოლის ექვსი კლასი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის რამდენიმე კლასი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა. როგორც რადიო ,,მარნეულთან" აღნიშნული სკოლის დირექტორის მოვალეიბის შემსრულებელი ლელა მუმლაძე ამბობს, კორონავირუსი სკოლის თანამშრომლების ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ და  პედაგოგები  ინფიცირებულების პირდაპირი კონტაქტები არიან.

,, სკოლის თანამშრომლებს ვირუსი არ დადასტურებიათ, ოჯახის წევრებს აქვთ კოვიდი და მასწავლებლები გადასულები არიან იზოლაციაში, მეც ასევე ვიმყოფები იზოლაციაში რადგან ჩემი ოჯახის წევრია ინფიცირებული და რადგან კონტაქტი ვარ ვიმყოფები სახლში. ფაქტიდან გამომდინარე, სკოლაში ექვსი კლასი გადავიდა ჰიბრიდულ სწავლებაზე". - განაცხადა მუმლაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, რომელთაგან ხუთი სკოლის 10 კლასი კორონავირუსის გამო ონლაინ სწავლობს.

Print