სად წავიდა ეკა დგებუაძე - დიდი ცვლილებები სამინისტროში
განათლების მინისტრს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს - თამარ მახარაშვილი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წელი სამინისტრომ მსუყე ცვლილებებით დაიწყო; შეიცვალა ასევე მოადგილე პროფესიული მიმართულებით - თამარ ქიტიაშვილი უნარების სააგენტოს უხელმძღვანელებს.

რა გახდა ამგვარი ცვლილებების საფუძველი და დაიწყო თუ არა საკადრო წმენდა სამინისტროში - ამაზე საუბარი ნაადრევია და მომავალი გვიჩვენებს, თუმცა საზოგადოებისთვის ინტერესსმოკლებული არ იქნება შეიტყოს, თუ სად გაუშვა ჩხენკელმა ეკატერინე დგებუაძე?

როგორც ოფიციალურ უწყებაში განმარტეს, ამიერიდან, დგებუაძე განათლების მიმართულებით მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში გააგრძელებს:

„რაც შეეხება მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძე განათლების მიმართულებით მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს, სადაც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მიმართულებას უხელმძღვანელებს“.

წყარო: etaloni.ge
Print