მარნეულში ყველა ბაღი დაიხურა
მარნეულის მუნიციპალიტეტში ყველა საჯარო ბაღი დაიხურა. როგორც მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი აცხადებს, გადაწყვეტილება კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღეს. სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა ერთი კვირით შეაჩერეს. დახურულია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 11 საბავშო ბაღი და 16 სკოლამდელი მზაობის ცენტრი.

“მუნიციპალიტეტში ისედაც 4 ბაღი იყო დარჩენილი, რომელიც კორონავირუსის შემთხვევების გამო არ დახურულა. გადაწყვეტილება მივიღეთ და ვფიქრობთ, ასე უკეთესი იქნება თუ ერთი კვირა სახლში იქნებიან. ალბათ, ინფიცირების მაჩვენებელიც შემცირდება“

მარნეულის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღი და 16 სკოლამდელი მზაობის ცენტრი ფუნქციონირებს. ორ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაობი მიმდნარეობს, ხოლო ერთი ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც 2022 წლის სააღმზრდელო წელს თერთმეტმა ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება.

7 თებერვლის სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 11 235 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 17 130 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 34 - ია

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები