მარნეულის კულტურის სახლი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში ფულის გადახდას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი საქმიანობის გაშუქებისათვის ერთი წლის განმავლობაში საინფორმაციო სააგენტო "pia.ge"-ის 1 798 ლარს გადაუხდის.

ცენტრმა ხელშეკრულება შპს "პირველთან" გამარტივეული წესით გააფორმა. მედიასაშუალება ვალდებული იქნება  ცენტრის საქმიანობა თვეში 5-ჯერ გააშუქოს. როგორც რადიო "მარნეულს" კულტურის ცენტრის დირექტორმა ნატო შავიშვილმა უთხრა, მსგავსი სახის მომსახურეობაზე ხელშეკრულება წელს პირველად დადეს. იმ შემთხვევაში თუ "pia.ge"-ზე გამოქვეყნებული მასალები ეფქტური იქნება,  ხელშეკრულებებს მომდევნო წლებშიც გააფორმებენ.

"გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მარნეულის მასშტაბით არ ჟღერდებოდეს. როგორც წესი, ამის დეფიციტი გვაქვს ხოლმე, უფრო ფართო მასებს რომ მივაწოდოთ ჩვენს მიერ გაკეთებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. ამიტომ ჩავთვალეთ მომგებიანად, რომ ეს გაეჟღერებინათ სხვა სააგენტოებსაც" - , ამბობს ნატო შავიშილი.

გამარტივებული შესყიდვის თანახმად, ერთი მასალის საშუალო ღირებულება 33 ლარს შედგენს.

"მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება,,კულტურის ცენტრი“–ს მიერ კულტურის ცენტრის საქმიანობის პოპულარიზაციის, განხორციელებული და დგეგმილი ღონისძიებების, ფესტივალ-კონკურსების შესახებარსებული ინფორმაციის, ფოტო-ვიდეო რეპორტაჟის, კულტურის მნიშვნელობის, საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, (03.02.2022-დან 31.12.2022) ჩათვლით აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება www.pia.ge-ზე თვის განმავლობაში 5ჯერ. ერთი თვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 163,50 ლარს." - , წერია გამარტივებულ შესყიდვაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, მერიის ბალანსზე მყოფი ორგანოა. კულტურის ცენტრისგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საკუთარი საქმიანობის გაშუქება ახალი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სახის მომსახურეობებზე ტენდერების გამოცხადება დამკვიდრებული პრაქტიკაა და ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ათასობით ლარი იხარება. მაგალითისთვის გასული წელი ავიღოთ. 2021 წელს მუნიციპალიტეტმა საქმიანობის პოპულარიზაციისთვის 100 000 ლარზე მეტი გაითვალისწინა.

Print