ჯავახიშვილის უნივერსიტეტში აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მოდულზე სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში სამართლის, ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებების, მედიცინის, ბუნებისმეტყველებისა და ა.შ. ფაკულტეტებია. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სხვა უცხო ენებთან ერთად აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურაც ისწავლება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიწო უნივერსიტეტში მოქმედებს კავკასიამცოდნეობის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტსს 7 მიმართულება აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი აზერბაიჯანმცოდნეობაა. ამ მიმართულებაზე „აზერბიაჯნაული ენა და ლიტერატურა“, აზერბაიჯანის ისტორია, კულტურა და ფოლკლორი ისწავლება.

ელვირა ასლანოვა 10 წელზე მეტია რაც უნივერსიტეტში ფილოლოგიის მასწავლებლად მუშაობს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამჟამად აზერბიჯანმცოდნეობის მოდულზე 60-70 სტუდენტი სწავლობს.

„დაახლოებით 10 წლის წინ 5-6 სტუდენტი გვყავდა. ახლა კი ყოველ წელს მატულობს მათი რიცხვი. ამჟამად 60-70-მდე სტუდენტია. ისინი აზერბაიჯანულ ენას სწავლობენ. ჩვენს უნივერსიტეტში ადგილობრივი აზერბაიჯანლების გარდა აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუდენტებიც არიან, მაგალითად ამ სემესტრში თურქმენეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან ჩამოსული სტუდენტები გვყავდა. სხვა ქვეყნებიდან მოსული სტუდენდების რიცხვი იმატებს. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინტერესი უფრო მეტი იქნება. ამჟამად ქართველი სტუდენტიც გვყავს. ამ სემესტრში 6-7 სტუდენტი აზერბიაჯნული ენის და ალიტერტურის ფაკულტეტზე სწავლობენ“.

ფოტო: ელვირა ასლანოვა

ელვირა ასლანოვას თქმით, მათ უნივერსიტეტში სახელმძღვანელოს პრობლემებია. იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება.

„სამწუხაროა რომ სახელმძღვანელოები არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ იქნება. შევეცდებით რომ ესეც მოვამზადოთ. აზერბაიჯანიდან ჩამოტანილი წიგნებით ვასწავლი. სხვადასხვა მეთოდებით ვსარგებლობ. კვირაში 6 საათის განმავლობაში აზერბიჯანულ ენა და ლიტერატურას გავდივართ. ორი საათი ლექციაა, ორი საათი პრაქტიკა, ხოლო დანარჩენი ორი საათი სემინარი ტარდება. საქართველოში პროფესორებისგან შეთავაზება მივიღეთ რომ მათთან ვიმუშაოთ. სახელმძღვანელოები მოვამზადოთ. ახლა დრო არაა და მაგიტომ ვერ ვმუშაობთ. სახელმძღვანელოებზე ნელ-ნელა ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მოვამზადებთ. ჩვენც გვექნება ჩვენი სახელმძღვანელოები. ამის მერე ვიმედოვნებ რომ საქართველოში აზერბიაჯნაული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე ნასწავლი სტუდენდების რიცხვი ყოველ წელს მოიმატებს“.

ელვირა ასლანოვა 1981 წელს თბილისში დაიბადა, საშუალო სკოლაში თბილისში შევიდა, მაგრამ შემდგომ ბაქოში გადასვლა მოუწია და საშუალო განათლების მიღება იქ დაასრულა. საქართველოში დაბრუნების შემდგომ ასლანოვა, 1998 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ასლანოვამ უნივერსიტეტში განათლება „კავკასიური ენების“ და „რუსული ენის და ლიტერატურის“ მიმართულებით მიიღო. მაგისტრატურა კავკასიური ენების მიმართულებით დაამთავრა, ამჟამად კი სწავლას ასევე კავკასიური ენების მიმართულებით დოქტურატურაზე აგრძელებს.

ელვირა ასლანოვა აზერბაიჯანულ, ქართულ, ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს ფლობს.

რადიო "მარნეული"
Print