3-10 თებერვლის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე
გადასვლის მოთხოვნა,
21095 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს
სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS)
განუცხადეს.
მათივე განმარტებით, 3-10 თებერვლის შუალედში ონლაინსწავლების
მოთხოვნა 10295-მა მშობელმა გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624
000-ია.