საქართველოში 3-10 თებერვლის პერიოდში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლა 21 095 მოსწავლის მშობელმა მოითხოვა
3-10 თებერვლის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა, 21095 მოსწავლის მშობელმა დაწერა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს.

მათივე განმარტებით, 3-10 თებერვლის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 10295-მა მშობელმა გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print