მარნეულელი მოსწავლეებისთვის ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ესეების კონკურსი გამოცხადდა
მარნეულელი მოსწავლეებისათვის გამოცხადდა კონკურსი თემაზე „ქალის როლი თანამედროვე სამყაროში“. მარნეულის ამერიკული კუთხის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ესეების კონკურსი ამერიკული კუთხისა და მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ტარდება და ქალთა საერთაშორისო დღესთანაა დაკავშირებული.

„მასში მონაწილეობა შეუძლიათ მარნეულის საჯარო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსის მიზანია ქალთა მრავალფეროვანი როლის მნიშვნელობის წარმოჩენა საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.

კონკურსის ფარგლებში სამი საუკეთესო ესეს ავტორი გამოვლინდება, რომელებსაც პრიზები გადაეცემათ.

ესეების შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
– კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა;
–არგუმენტაცია;
–ესეს სტრუქტურა;
–ესეს ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა.
–ესეს მოცულობა, მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 500 სიტყვა.

ერთ მონაწილეს კონკურსში მხოლოდ ერთი ესეს წარდგენა შეეძლება, რომელიც ქართულ ან ინგლისურ ენაზე უნდა იყოს დაწერილი. მარნეულის ამერიკული კუთხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პლაგიატის შემთხვევაში და დაგვიანებით მიღებული ნაშრომები არ განიხილება, ხოლო ესეში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა.

კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომს აუცილებლად უნდა მიუთითონ სახელი, გვარი, სკოლა, კალასი და ტელეფონის ნომერი. ესეების ჩაბარება დაინტერესებულ პირებს მარნეულის ამერიკული კუთხის ოფისში, რომელიც მარენულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მდებარეობს, 28 თებერვლამდე შეუძლიათ.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში ორგანიზატორებთან დაკავშირება შემდეგი ნომრის საშუალებით შეგიძლიათ: 577 590767 ან შეგიძლიათ მიწეროთ მეილზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები