აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მარნეულს ესტუმრა

დღეს, 21 თებერვლას, აზერბაიჯანის განათლების მინისტრი ემინ ამირულაევი მარნეულს ესტუმრა.



ამირულაევმა მარნეულში, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში შეხვედრა გამართა. მინისტრი ცენტრის საქმიანობას გაეცნო, მოისმინა მასწავლებლების პრობლემები და გაიგო ცენტრის ახალგაზრდა ბენეფიციარების შთაბეჭდილებები. აზერბაიჯანის განათლების მინისტრთან გამართული შეხვედრა ინტეგრაციის ცენტრის დირექტორმა ორხან პირვერდიევმა დადებითად შეაფასა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პირვერდიევმა განაცხადა, რომ მინისტრი ცენტრის მუშაობის გაეცნო. ასევე მოსწავლეებს გაესაუბრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

ფახრალოს საჯარო სკოლის აზერბიაჯნული ენის და ლიტერატირის მასწავლებელი, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის დირექორთა საბჭოს წევრი და ცენტრის ენის-ლიტერატურის კურსის მასწავლებელი ფატმა ალიევა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. აღნიშნავს, რომ ცენტრში სახელმძღვანეობთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა.

„დღეს განათლების მინისტრი აზერბიაჯნული ენის და ლიტერატირს კურსს დაესწრო. მინისტრთან ჩვენი ენის, განათლების შესახებ სხვადასხვა პრობლემები განვიხილეთ. ძირითადად ჩვენ სახელმძღვანელოებით, აზერბიაჯნული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანეოელებს აზერბიჯანის რესპუბლიკა უზრუნველყოფს. ეს სახელმძღვანელოები საკმარისი არაა, რასთან დაკავშრებითაც მინისტრს ინფორმაცია მივაწოდე.
სახელმძღვანელოები მოდის, მაგრამ საჭირო რაოდენობის არაა და ყველა მოსწავლეს არ ყოფნის. მეორე ძირითადი საკითხი კი ლათინური ლათინური შრიფტით წიგნების, ძირითადად მხატვრული ლიეტრატირს, სკოლების ბიბილოთეკებში არ არსებობაა. ამის შესახებ ვისაუბრეთ. მესამე საკითხი კი აზერბაჯინულენოვან სკოლებში კადრების უკმარიოსბაა.
მინისტრს ვთხოვეთ ძირითადად აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის მასწავავლებლებს დაგვეხმაროს აზერბიაჯნის რესპუბლიკა და ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ.
მინისტრი ამასთან დაკავშირებით დაგვპირდა, რომ ამ საკითხს აზერბაიჯანის სამინისტრომე მიიტანს“
- აცხადებს ფატმა ალიევა

დღეს მარნეულში ჩატარებულ შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საელჩოს თანამშრომლები, ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიანტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ემინ ამირულოვმა ინტეგრაციის ცენტრის მონახულების შემდეგ „ჩაის სახლში“ აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან გამართა შეხვედრა.

აზერბაიჯანის განათლების მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა დაგეგმილია საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან.

გაფორმდება ორი ქვეყნის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორენდუმი.

აზერბაიჯანის განათლების მინისტრი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში რამდნეიმე უმაღლეს სასწავლებელსაც მოინახულებს.

მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 23 თებერვალს დასრულდება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები