საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების სრულფასოვანი მუშაობისთვის ავეჯი შეიძინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 4960 ლარის ავეჯი გამარტივებული წესით იყიდა.

როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ინვენტარი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სჭირდებათ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სხვადასხვა სახის კარადები, მაგიდები და ტუმბოები ინდმეწარმე ალახიარ იუსუბოვისგან შეიძინა.

ნივთები მუნიციპალიტეტმა „ვენგეს“ ფერში (მუქი ყავისფერი) შეიძნა.

  • მაგიდა ზომა 200*50 ფერი ვენგე - 250 ლარი
  • კარადა ზომა 210*60 ფერი ვენგე -300 ლარი
  • ტუმბო ზომა 60*60 ფერი ვენგე - 120 ლარი
  • კარადა ზომა 204*60 ფერი ვენგე - 410 ლარი
  • კარადა ზომა 70*90 ფერი ვენგე - 180 ლარი
  • მაგიდა ზომა 180*79 ფერი ვენგე - 1450 ლარი
  • მაგიდა ზომა 150*70 ფერი ვენგე - 340 ლარი
  • მაგიდა ზომა 100*80 ფერი ვენგე - 250 ლარი
  • კარადის კარები ზომა 200*60.5 ფერი ვენგე- 200 ლარი
  • კარადის შიგთავსის შეკეთება ზომა 66.5 * 50 ფერი ვერგე - 220 ლარი

Print