მარნეულელი მასწავლებლის თოვლის ქანდაკებებში გამოსახული უკრაინის მხარდაჭერა
სოფელ ხოჯორნში სკოლის მასწავლებელმა, ჰუსეინ აბდურაჰმანოვმა, უკრაინის მხარდასაჭერად თოვლისგან ფიგურები გააკეთა.

ხოჯორნის სკოლის ხელოვნების მასწავლებელი გვიყვება, რომ შემოქმედებითი საქმიანობით ბავშვობიდან დაინტერესდა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხატვას ასწავლის. სოფელში მოსული თოვლისგან კი ახალი იდეა დაებადა და სხვადასხვა ფიგურები გაააკეთა. ამფორმით ის სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

„ბავშვობიდან ამ სფეროს მიმართ ინტერესი მქონდა. გინდ უკრაინა, გინდ ერაყი ან სირია და აზერბაიჯანში მომხდარი ტრაგედიები იყოს, მე არასდროს არ ვიყავი გულგრილი. ყოველთვის ვეცდებოდი ჩემი დამოკიდებულების გამოხატვას. ხოჯალოს შესახებ ერთი პლაკატიც მაქვს გამზადებული. უკრაინას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა, წარმოუდგენელი ამბავია. ყოველთვის, როცა ტელევიზორს ვუყურებ მეტირება. ვფიქრობდი, როგორ ვქნა მათი პრობლემა რომ გავიზიარო. მე ძალა ამაში მეყო. მათი ტარგედია თვლით შევეცადე გამომეხატა. გუშინ საღამოს, 2-3 საათის განმავლობაში ვიმუშავე და დავასრულე“.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის ურინაში შეჭრის 40 დღეა.








"Marneuli" Radiosu
Print