საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების პრობლემები განიხილეს
5 აპრილს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში ორგანიზაცია „მარიფის“ ხელმძღვანელი ალადინ გარაბაღლი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი აიგულ ისაევა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს კახა ხანდოლიშვილს შეხვდნენ.

რადო „მარნეულთან“ საუბრისას აიგულ ისაევამ განაცხადა, რომ მათი ძირითადი მიზანი საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვან სკოლებში არსებული პრობლემების და მათი მოგავრების გზის განხილვა იყო. ისაევას განმარტებით, სამინისტროს წარმომადგენლებთან განიხილეს ტრენინგების ჩატარება აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებლებისათვის, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდებში მონაწილეობა სურთ.

„როგორც იცით, დღემდე აზერბაიჯანული ენის და ლიტერატირის საგანის მასწავლებლები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდებში ვერ იღებდნენ მონაწილეობას. ამ წლიდან მათთვის ასეთი შესაძლებლობა შეიქმნა. მასწავლებლების მიერ ჩვენთვის მომართული მრავალი თხოვნის გათვალისწინებით, სამინისტროში აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარების შესახებ ვისაუბრეთ. მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანული ენის და ლიტერატიროს მასწავლებლებისთვის ინტენსიურად ონლაინ ტრენინგები ჩატარდება. ამისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროსაც მივმართეთ. სამწუხაროდ, სხვა საგნების მასწავლებლებიც სტატუსის მოსაპოვებლად პრობლემებს აწყდებიან. მასწავლებლები პირველ ეტაპზე თავიანთი საგნის გამოცდას მოშბლიურ ენაზე აბარებენ. მაგრამ მეორე ეტაპზე სირთულეები ხვდებათ. მეორე ეტაპზე მასწავლებლებისაგან ქართულ ენაზე უნარების ჩაბარებას ითხოვენ, ეს კი შედარებით ასაკოვანი მასწავლებლებისთვის პროებლემას წარმოადგენს. ჩვენ მეორე ეტაპზეც არაქართულენოვან სკოლებში პროფესიულ უნარებთან დაკავშირებული გამოცდების სრულიად მშობლიურ ენაზე ჩატარებას ან ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად ასაკოვანი მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაზე, ახალგაზრდებისთვის კი ქართულ ენაზე ჩატარება შევთავაზეთ“.

აღსანიშნავია რომ შეხვედრაზე აზერბაიჯანის და საქართველოს ერთობლივი უნივერსიტეტის შექმნაზე, აზერბაიჯანულენოვან სკოლებში კადრების უკმარისობაზე, პროგრამა „საქართველოს ლიტერატურის“ დაარსებაზე, გაზაფხულის არდადეგებში ცვლილების შეტანაზე ისაუბრეს.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები