მარნეულის სკოლების 22 წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს
დღეს, 14 აპრილს, მარნეულის საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა 2018-2019 და 2019-2020 წელს წარჩინებით დაამთავრეს, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც დედაენის დღე აღნიშნეს. როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელი, ირმა დავაძე ამბობს, სერტიფიკატებთან ერთად, კურსდამთავრებულებს 12 ოქროს და 10 ვერცხლის მედალი გადასცეს.

„დღეს ქალაქ მარნეულის N1-მა სკოლამ დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა და სწორედ მას მივაბით ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონია. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მარნეულის მერმა და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა. სულ იყო 22 მედალი 12 ოქრო და 10 ვერცხლის“



მედლები გადასცეს ახალი დიონკისის, ქუთლიარის, წერეთლის, ქალაქ მარნეულის N5, საიმერლოს, მარადისის, თამარისის, ალგეთის N1, დიდი მუღანლოს, ზემო სარალის და ქვემო სარალი წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.

აღსანიშნავია, რომ მედლების გადაცემა ყოველწლიური ტრადიცია იყო, თუმცა ტენდერებში არსებული პრობლემების გამო, ბოლო რამდენიმე წლის მედლები წარჩინებულ მოსწავლეებს ერთდოულად გადასცეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები