პლატფორმა სალამი ქართული ენის უფასო კურსს ჩაატარებს
პლატფორმა სალამი ქართული ენის უფასო კურსს ჩაატარებს. პირველი ლექცია ჩატარდება 14 აპრილს, სახელმწიფო ენის დღეს, დედა ენის პარკში (ღია ცის ქვეშ).

მოსული აუდიტორიისთვის ქართულ/აზერბაიჯანულ ენებზე ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვი წაიკითხავს მოხსენებას: „ქართული ენის გრამატიკა და მისი სირთულეები“

აღნიშნულის შემდეგ, პლატფორმა სალამ-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ბანიამინ კასუმ ოღლუ ისაუბრებს, „1+4 პროგრამაზე და მისი დაფინანსების პრობლემურობაზე“

„დღეს 1+4 პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გადიან მოსამზადებელ კურსს ქართული ენის სწავლაში 2250 ლარს იხდიან.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სკოლამდელი განათლება 3-ჯერ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია. ხოლო, ხარისხიან, ბილინგვურ და ღირსეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებისთვის თითქმის შეუძლებელი მოვლენაა.
სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სრულყოფილი და ღირსეული განათლების მიცემა მას არ შეუძლია. უფრო მეტიც, სახელმწიფოს, რომც არ ჰქონდეს აღიარებული, PISA-ს 2018 წლის ტესტების მიხედვით, უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საშუალო მაჩვენებელი 100 ქულით ჩამოვარდება დანარჩენ საქართველოს მოსწავლეების მაჩვენებელს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პლატფორმა სალამ-მა დავიწყეთ კამპანია: #მასწავლექართულიუფასოდ, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ასეულობით საქართველოს მოქალაქე შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში გვაქვს, სურვილი, სახელმწიფოს ენის სწავლა გახდეს უფასო განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, ამასთანავე, სახელმწიფომ და საზოგადოებამ დაიწყოს ფიქრი იმ სისტემურ და სტრუქტურულ ხარვეზებზე, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებობს.
თუმცა, სანამ შევძლებთ ჩვენი მიზნის მიღწევას, ვიწყებთ ქართული ენის უფასო კურსებს ყველა მსურველისთვი“
- წერია სალამის იერ გავრცელებულ ინფორმაციაში

#მასწავლექართულიუფასოდ - ეს ფრაზა სოციალურ ქსელში 27 მარტიდან ვრცელდება. ქართულ ენაში მოსამზადებელი კურსის უფასო შესაძლებლობის მოთხოვნით კამპანია პლატფორმა „სალამმა“ წამოიწო და ბევრი ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეები პოსტს საკუთარ „ფესიბუქის“ გვერდებზე აზიარებენ და არასამართლიანად მიიჩნევენ მოსამზადებელ კურსში 2 250 ლარის გადახდას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები