სად გადანაწილდნენ მარნეულის 7 ავარიული სკოლის მოსწავლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის 7  ავარიული სკოლის შენობის გამო მოსწავლეები სხვა სკოლებში გადანაწილდნენ. ახკერპის,  დიდი ბეგლიარის, კიროვკის , თაზაქენდის N2, არაფლოს, აღმამედლოს და იმირის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დროებით სხვა სკოლებში შეაფარეს თავი. როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ალი გახრამანოვი ამბობს, აღნიშნული სკოლის მოსწავლეები რამდენიმე კვირა, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდნენ.  ხუთმა სკოლამ სწავლა საკლასო ოთახებში უკვე გააგრძელა, ორ სკოლას კი ტრანსპორტი მომავალი კვირიდან მოემსახურება.

„5 სკოლა იყო დარჩენილი, რომელთა ტრანსპორტირების საკითხი მოგვარებულია.  სამი სკოლა უკვე უზრუნველყოფილია, დანარჩენ ორ სკოლაში კი სამშაბათიდან მოგვარდება ეს პრობლემა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლა სწავლას საიმერლოს საჯარო სკოლაში აგრძელებს. იმირის სკოლა დადის შულავერის მეორე საჯარო სკოლაში, აღმამედლოს საჯარო სკოლა დადის კაჩაგანის პირველ საჯარო სკოლაში.  თაზაქენდის სკოლა სამშაბათიდან გადავა სადახლოს N1 სკოლის მეორე ცვლაში, ხოლო კიროვკის მოსწავლეები სწავლებას დამია გეურარხის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.  რაც შეეხება არაფლოს, იქვეა ახლომახმუდლს სკოლა და ისედაც ძირითად შენობაში 2015 წლიდან დაჰყავთ მანდ, ამიტომ ტრანსპორტი მოგვარებული. ახკერპის სკოლა კი სოფლის ამბულატორიის შენობაშია გადასული. ასამდე ბავშვია და ეტევიან“ - ამბობს ალი გახრამანოვი

ალი გახრამანოვის თქმით, შვიდივე სკოლაში დადგენილია კრიტიკული დაზიანებები, რომელებიც რემონტს არ ექვემდებარება. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ხნით მოუწევთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სხვა სოფლის სკოლებში ყოფნა და როდის აშენდება ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები. გახრამანოვის განმარტებით, აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკებები დაწყებულია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები