როგორ უნდა გაუმჯობესდეს არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის შესწავლა - მარნეულში ფოკუს-ჯგუფების პრეზენტაცია გაიმართა
არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების დონის გაუმჯობესების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტი „აზერბაიჯანულ სკოლებში ქართული ენის სწავლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევების ჩვენება და ადვოკატირება“ ხორციელდება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქამრან აფანდიევმა განაცხადა, რომ არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეები ამ დრომდე კარგად ვერ ფლობენ ქართულ ენას.

„ამ მიმართულებით ფოკუს-ჯგუფები ჩავატარეთ. პროექტის ფარგლებში სულ 6 ფოკუს-ჯგუფი ჩავატარეთ სადაც მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. სულ 50 ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში. პროექტის ფარგლებშ შეხვედრები გვექნება ადგილობრივ აქტივისტებთან და განათლების სამინისტროს წარმომადგნელებთან, ასევე დაგეგმილია, ვიდეო რგოლებისა და ბლოგების მომზადება ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით“.

ფოკუს-ჯგუფების შედეგად გამოვლენილი მიგნებების შესახებ დღეს, 6 მაისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი ქამრან ეფენდიევი განმარტავს, შეხვედრაზე განიხილეს თუ როგორ ხედავს მოსახლეობა აღნიშნულ პრობლემას და რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ორგანიზაციებს არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების დონის გაზდის ხელშესაწყობად.

„ვინაიდან მასწავლებელი ვარ, ვიცოდი თუ რა პრობლემებთან შეიძლება გვქონოდა სამქე, მაგრამ ფოკუს-ჯგუფებმა უფროი თვალნათლივ დაგვანახა ყველაფერი. ყველაზე ხშირად რაზეც მოსახლეობა ყურადღებას ამახვილებდა იყო სკოლამდელი აღზრდა. მოსახლეობას სურს სკოლამდელი განათლების რეფორმა, რათა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა ერთი წლის განმავლობაში გაიაროს ქართული ენის კურსი, სამი საათის განმავლობაში ქართულენოვან სივრცეში რომ ისწავლონ ქართული ანბანი, სიმღერა, ცეკვა და ა.შ. ანუ, ერთი წლის განმავლობაში მათთვის იქნება მოსამზადებელი ეტაპი. ჩვენც ვთვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან პირველი კალასიდან მათ უფრო გაუადვილდებათ ენის შესწავლა, სწორედ ამ მიმართულებით გვექნება ადვოკატირების კამპანია“. - განაცხადა ქამრან ეფენდიევმა

პროექტი „აზერბაიჯანულ სკოლებში ქართული ენის სწავლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევების ჩვენება და ადვოკატირება“ ახალი აზროვნების ინსტიტუტის მიერ ევროკავშირის დაფინანსებითა და People in Need-ის მხარდაჭერით ხორციელდება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას People in Need-ის კოვიდსოლიდარობის პროგრამის რეგიონალურმა კოორდინატორმა საქართველოში მარტა ბიბილაშვილმა განაცხადა, People in Need-ი საქართველოში უკვე წლებია მუშაობს.

„ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს სჭირდებათ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ სწორად უზრუნველყონ თავისი უფლებების რეალიზება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალი აზროვნების ინსტიტუტს მათი იდეების, მათი გეგმების განხორციელებაში, რადგან მიგვაჩნია რომ ეს ორგანიზაცია სწორ, კარგ, საქმეს აკეთებს თავისი თემის გასძლიერებლად“. - განაცხადა მარტა ბიბილაშვილმა

პროექტის ფარგლებში ფოკუს-ჯგუფები ორი თვის განმავლობაში იმართებოდა სადაც მონაწილეობას იღებნდენ მასწავლებლები, მოსაწავლეები და მშობლები სოფელ ცოფიდან, სადახლოდან, მოლაოღლიდან, ხულდარიდან, ბურმიდან და თაზაქენდიდან.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები