მარადისის სკოლის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა
31 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა. სივრცე გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით მოეწყო. ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა, რომელთა ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია. როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციების ანალიტიკოსი სალომე ბენიძე ამბობს, ორგანიზაციამ საქრთველოს მასშტაბით მეთორმეტე კუთხე გახსნა. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის მეშვეობით გაიგონ მეტი თანასწორობის იდეის შესახებ.



„გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის მოზარდი გოგოების გაძლერება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. მოხარული ვართ, რომ ამ არაჩვეულებრივ სოფელში მოზარდებმა გამოხატეს ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი ინიციატივის მიმართ. ასევე გვიხარია, რომ სკოლა და მასწავლებლები ასე აქტიურად არიან მათ განვითარებაში ჩართული. დღეს ჩვენს ინიციატივას ასევე შემოუერთდა საქართველო ფეხბურთის ფედერაცია. ფედერაციის წარმომადგენლებმა ფორმები და სათამაშო აღჭურვილობა გადასცეს სკოლის გოგონათა ფეხბურთის გუნდს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თანასწორობა იწყება სწორედ ასეთი ამბებით და თუ ყველა სფეროს, მათ შორის სპორტსაც გავხსნით გოგოებისთვის და თანაბრი ხელმისაწვდმობა ექნებათ ბიჭებს და გოგოებს ყველაფერზე, გაცილებით მალე შევდგებით ჩვენ, როგორც ჰარმონიული და თანასწორი საზოგადოება.“ -
ამბობს სალომე ბენიძე.

ინიციატივას შეუერთდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მარადისის საჯარო სკოლის გოგოების საფეხბურთო გუნდს საჩუქრად სპორტული აღჭურვილობა გადასცა. ფედერაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან გენდერული თანასწორობის - გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


“ეს ღონისძიება ძალიან მნიშველოვანია. იმიტომ, რომ თითოეულ ბავშვს დაეხმარება იმაში, რომ გაიგოს რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორბა. ასევე გვესტუმრა ფეხბურთის ფედერაცია, რომლებიც ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გავიცანით. ჩვენ დავწერეთ გოგონების ფეხბურთში გააქტიურება. ამის შესახებ როდესაც გაიგეს, ჩამოვიდნენ მოგვიტანეს ფორმები. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა“ - თქვა მარადისისი სკოლის კურსდამთავრებულმა, ქეთევან ბოლქვაძემ.



ღონისძებაში მონაწილეობას იღებდა მწერალი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, აღნიშნული აქტივობა ადგილობრი ახალგაზრდების რეალიზების ერთ-ერთი საშუალება იქნება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ერთი მხრივ იმიტომ, რომ ადილობრივ ბავშვებს და ახალგაზრდებს უქმნის წიგნებზე ხელმისაწვდომობას და მათ შეუძლიათ ამ კუთხეს ესტუმრონ, წაიკითხონ სასურველი წიგნები, განათლდნენ. რაც მთავარია კიდევ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს წიგნები არის კომპეტენტური ადამიანების ამორჩეული და ზუსტად იმ ნიშნით, რომ საჭირო და სასარებლო ინფორმაცია მიიღონ ახალგაზრდებმა“ - ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები