სარაჩლოს მკვიდრმა მოვლუდ მეჰრაბოვმა ქართულ ენაზე ნათარგმნი ნამუშევრით კონკურსში გაიმარჯვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარაჩლოს მკვიდრმა და სარაჩლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა მოვლუდ მეჰრაბოვმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ჩატარებულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია მეჰრაბოვმა რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა.

მან კონკურსისთვის ეთიმად ბაშქეჩიდის ზღაპარი „ველოსიპედი“ თარგმნა. გამარჯვებული აცხადებს, რომ ეს ნაწარმოები საინტერესოა და ამავდროულად აზერბაიჯანელი ოჯახის ცხოვრების წესს, საოჯახო კულტურას და წესებს ასახავს.

„მე პირადად ავარჩიე ეს ნაწარმოები. ის აზერბაიჯანლების ცხოვრები წესს, ოჯახის შიდა საუბრებს ეხება. ძირითადი მიზანი მქონდა ქართველ ხალხს ვაჩვენოთ აზერბაიჯანელთა ცხოვრების წესი, საოჯახო კულტურა. დიდი მოწონება დაიმსახურა. ქუთაისში, ჟურნალ „პოეზიის დღეებში“ ეს თარგმანი გამოქვეყნდა. ახლო დღეებში სხვა გაზეთებშიც გამოქვეყნდება.“

გამარჯვებული ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობა დოქტორანტურაში მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის რუსუდან საკაძის შეთავაზებით გადაწყვიტა.

ახალგაზრდა მასწავლებელი ამბობს, რომ კონკურსი 3 ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაბზე კონკურსის გამარჯვებული უნივერსიტეტში, მეორე ეტაპზე სამინისტროში და მესამე ეტაპზე კი პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის შერჩევით ირჩევა.

„ეს კონკურსი 3 ეტაპისგან შედგება. პირველი შიდა უნივერსიტეტში ხდება. უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანდებს შორის. უნივერსიტეტი შიგნით თავის კანტიტატს ირჩევს. შემდეგ კი მას უგზავნის სამინისტროს. მერე საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ტარდება კონკურსი. იქ ვინც გამოდის პირველ ადგილზე მის ნამუშევარს აგზავნიან პრეზიდენტთან. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტში ამირჩიეს. მითხრეს რომ ასეთი კონრუსია და შენც მიიღე მონაწილეობა. ერთ ნაწარმოებს, ზღაპარს აიღებ. ეთიმად ბაშქეჩიდი არის და მე მისი ნაწამოები, ზღაპარი „ველოსიპედი“ ვთარგმნე. უნივერსიტეტს.გავუგზავნე. მოეწონათ და გავიმარჯვე, სამინისტროს გაუგზავნეს. სამინისტროშიც პირველ ადგილზე გავიდა. ამჟამად კი იქიდან პრეზიდენტს გაუგზავნეს. პრეზიტენდი ამ თვის შუა ხანებში მიიღებს გადაწყვეტილებას. თბილისში იქნება დაჯილდოვება. ორბელიანის სახლში. ბოლო ეტაპი ლიტერატურის და ასევე თარგმანის შესახებ იყო. ასევე სამეცნიერო რამეებიც შეგვეძლო გვეთარგმნა."

მეჰრაბოვი აცხადებს რომ გამარჯვება კარგი გრძნობაა. არც კი უფიქრია თუ გამარჯვება ასე გაახრებდა.

„გამარჯვება ძალიან ლამაზი გრძნობაა. მე ამას არ ველოდი. რამდენიმე ადგილას, კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ჩვეულებრივად ვიღებდი. მაგრამ როცა გავუზიარე მოეგობრებს გაუხარდათ, ბევრი მილოცვა მივიღე. ჩემთვის დიდი სიხარულია. მათი მილოცვით ვიამაყე. ჩემი, ჩემი ოჯახის და ხალხის სახელით ძალიან გამიხარდა.“

აღსანიშნავია, რომ ამჟმად კონკურსს 4 გამარჯვებული ჰყავს, რომელიც უნივერსიტეტმა აირჩია და სამინისტროს გაუგზავნა. მათგან 3 ქართველია, ერთი კი მოვლუდ მეჰრაბოვია. გამარჯვებული ივნისის შუა რიცხვებში გამოვლინდება.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები