ეთნიკური უმცირესობების ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის პარლამენტარები მოკვლევას ატარებენ
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტიმა მარნეულში შეხვედრა გამართა. 14 ივნისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თემატური მოკვლევა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, ხათუნა კვიციანი მიიჩნევს, რომ მსგავსი თემატური მოკვლევები შედეგიანია იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემების შესწავლა ადგილზევე ხდება. მოკვლევის დასრულების შემდგომ, ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდება რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებლობა შესაბამის ორგანოებს დაეკისრება.

„ჩვენ შევხვდით როგორც სკოლის დირექტორებს, ასევევ ბაღის დირექტორებს, მასწავლებლებს და ყველას, ვინც ამ პროცესებშია ჩართულია. მისასალმებელია ის ფატი, რომ პრობლემები რეალუიად არის ერთნაირი.
დაჯგუფება ამ პრობლემების და იდენტიფიცირება შესაძლებელია. გამოიკვეთა ბაღების ნაკლებობის პრობლემა, ასევე იყო მასწავლბლების კვალიფიკაციის პრობლემა, ორენოვანი მასწავლბლების პრობლემა და სხვა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი თემატური მოკვლევები შედეგის მომტანია იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე ხდება პრობლემის შესწავლა, რაშიც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, იქ რაიმე მიკერძოებულობას გამორიცხულია ჰქონდეს ადგილი. ექსპერტის ჩართულობით მოხდება რეკომენდაციების შემუსავება და მერე უკვე ამ რეკომენდაციების მონიტორინგი სამინისტროში. ჩვენ ამის პრაქტიკა უკვე დანერგილი გვაქვს“ -
ამბობს ხათუნა კვიციანი

შეხვედრაზე დამსწრე ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი, ქამრან აფანდიევი ამბობს, რომ მსგავსი მოკვლევების ჩატარება და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა შედეგის მისაღვად აუცილებელია.

„წლების განმავლობაში ეს პროცესი ცალმხრივად მიმდინარეობდა. ჩვენ, ადგილობრივებმა კარგად ვიცით ადგილზე არსებული პრობლემები. ახლა შესაძლებლობა მოგვცეს ხმამაღლა ვილაპარაკოთ არა მარტო პრობლემებზე, არამედ პრობლემის გადაჭრის გზებზეც. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ხშირად უნდა ჩატარდეს, რათა ერთად მოვძებნოთ გადაჭრის გზები“ - ამბობს ქამრან აფანდიევი.

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, რაშან ზიადალიევი მიიჩნევს, რომ ისეთ საბაზისო პრობლემებზე, როგორიც ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაა, სისტემური რეაგირებაა აუცილებელი.

„პირველ რგში ამ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების პირდაპირ ჩართულობა და შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვიცით პრობლემები, სახელმწიფო არ აკეთებს იმას, რაც არის მნიშვნელოვანი უამარავ კვლევაში აღნუშნული პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად, დმანისში ფინქციონირებს 9 საბავშვო ბაღი, თუმცა არც ერთი არაა ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში. მაგალითად, ბოლნისში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემებია ქვემო ქართლის მასშტაბით დაწყებული ნეპოტიზმით დამთავრებული განათლების ხარისხით. მე არ ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ენის ხარისხია დაბალი, ზოგადად, განათლების დონეა დაბალი“

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე სკოლების დირექტორებთან, მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბაგა-ბაღების გაერთიანებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან.  გასვლითი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა.


Print