ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში "ველოტური თავისუფლებისთვის" გაიმართა
19 ივნისს, ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში, "ველოტური თავისუფლებისთვის" გაიმართა. აქტივობის მიზანი ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გამოხატვა იყო. ველოტურმა სტარტი დმანისის მუნიციპალიტეტიდან აიღო.
40-მდე ახალგაზრდამ ფლაერების დარიგება და მოსახლეობასთან ევროპულ არჩევანზე საუბარი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. აქტივისტებმა ველოსიპედებით დმანისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც გაიარეს.


ღონისძიება ჩატარდა CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში. როგორც СENN-ის წამომადგენელი, ნანა თაკვარელია ამბობს, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა.



"აქტიურად ვმუშაობთ, რომ გავავრცელოთ საზოგადოებაში ევროპული ღირებულებები როგორიც არის მაგალითად, ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობა თუ სხვა. ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ პროცესში მნიშვნელოვანია. ჩვენი პროექტი ორ რეგიონში სწორედ ამიტომ მუშაობს ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში, რათა გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივ დონეზე და გავაუმჯობესოთ მათი დემოკრატიული მონაწილეობა"

დმანისის შემდეგ აქტივობის მონაწილეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გადმოინაცვლეს, სადაც ისაუბრეს ევროინტერგრაციის მნიშვნელობაზე, დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებზე.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატოი ელნურ ალისოი ამბობს, მნიშვნელოვანია მოსახლოებას სწორი ინფორმაცა ჰქონდეს იმ ფასეულობებზე, რაც ევროკავშირს აქვს.



"გვინდოდა, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ამ ველოტურით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. რეგიონებში, ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში არის ნაკლები ინფორმაცია თუ რა სარგებელი და სიკეთეები მოდის ევროკავშირში ინნტეგრაციის მიმართულებით"

ელნურ ალისოის მსგავსად ველოტურის კიდევ ერთი ორგანიზატორი, სამირა ბაირამოვა ყურადღებას მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ამახვილებს. ფიქრობს, რომ ადგილობრივებს ხშირად მცდარი წარმოდგენები აქვთ და მნიშვნელოვანია მათთვის სანდო ინფრორმაციის მიწოდება.


"ძალიან მნიშვნოლოვანია ადგილზე ჩამოსვლა იმ ადამიანებთან, რათა ავუხსნათ რატომ არის მნიშვნლოვანი ევროკავშირიში გაწევრიანება. ქვემო ქართლში ძალიან ბევრი პროექტი აქვს ევროკავშირს დაფინანსებული და გვინდა ვაჩვენოთ ის სიკეთეები თუ რა გველოდება ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებით, რომ უფრო დაცულები და ეკონომიკურად უფრო ძლიერები ვიქნებით. ქვემო ქართლი არის სოფლის მეურნეობის რეგიონი და შესაბამისად, მოსახლეობისათვის უკეთესი შესაძლებლობა იქნება თავისი პროდუქტები უფრო კარგ ფასად გაყიდონ"



"ველოტური თავისუფლებისთვის" მარნეულში დარულდა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სამირა ბაირამოვა, ელნურ ალისოი, ნაშირ ორდუხანოვი, თიკო დავაძე, დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები