წერაქვში „ჯავახიშვილობა 2022“ გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ წერაქვში „ჯავახიშვილობა 2022“-ის გამართვას გეგმავს. ღონისძიება 8 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება. ადგილობრივმა თვითმაართველობამ ამ დღის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 25 185 ლარი გაითვალისწინა და ტენდერი 13 ოქტომბერს გამოაცხადა.

ღონისძიების მოკლე აღწერა
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმის მიმდებარე ეზო გაფორმდება დეკორაციებით, ძირითადად წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის დასაწყისის დეკორაციები და იმიტირებული ლიტერატურული სალონები (დაახლოებით 3 ლოკაცია).
  • 12 : 00 - ქართველი მწერლის ძეგლის ყვავილებით შეიმკობა და XX საუკუნის დასაწყისის
  • სახელმწიფო ჰიმნის „დიდება“ შესრულება. (ანსამბლი ჰუჯაბი)
  • 12 : 10 - სტუმრები გაემართებიან მუზეუმისკენ სადაც დახვდებათ მუზეუმის დირექტორი, რომელიც მეგზურობას გაუწევს სტუმრებს და გააცნობს მუზეუმის ისტორიას.
  • 12 : 40 - მუზეუმის ეზოს დათვალიერება, რომელიც დატვირთული იქნება მრავალფეროვანი შთამბეჭდავი დეკორაციებით. ( კოსტიუმირებული წარმოდგენა. ცოცხალი მანეკენებით განსახიერებული ქართული ლიტერატურული სალონი) .
  • 13 : 00 - ღონისძიების კულმინაცია იქნება მინი სპექტაკლი „ფრაგმენტები ჯავახიშვილის ნაწარმოებებიდან“ (დაახლოებით 9 მსახიობი, რეჟისორთან შეთანხმებით წარმოგვიდგენს სცენებს სპექტაკლებიდან: კურდღელი, არსენა მარაბდელი, ლამბალო და ყაშა და სხვა ) .
  • 13 : 30 - ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა სცენაზე
  • 13 : 45 - სპექტაკლის დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრები ადიან სცენაზე, ესალმებიან დამსწრე საზოგადოებას და იხსენებენ მწერლის შემოქმედებას.

მოწვეული სტუმრები:
"მიხეილ ჯავახიშვილის ოჯახის წევრები, საქართველოს კულტურის სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ლიტერატურის მუზეუმის წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები, ქვემო ქართლის გუბერნიიდან" - ვკითხულობთ მერიის ტენდერში

ჩამოთვლილი აქტივობების შესრულება გამარჯვებულ კომპანიას მოუწევს. მსურველ პრეტენდენტებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 22-25 ოქტომბრის პერიოდში შეეძლებათ.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები