გიულბაღის სკვერში აიწონა დაიწონას დადგამენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულბაღში სოფლის პროგრამის ფარგლებში სკვერი მოეწყობა. სამუშაოების განხორციელება მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით გადაწყვიტა. პროექტის მიხედვით ტერიტორია შემოიღობება და ორი გასართობი ატრაქციონი, აიწონა დაიწონა და სათამაშო ზამბარაზე განთავსდება.

სამუშაოებს მუნიციპალიტეტში ინდმეწარმე ასრად მუსაევი შეასრულებს, რომელსაც მარნეულის მერიამ 11 531.21 ლარი გადაუხადა.

აღსანიშნიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლის პროგრამების ფარგლებში განსახორციებელ პროეტებზე ხშირად იყენებს გამარტივებულ შესყიდვას, რომელიც მთავრობის განკარგულებით არის დასაშვები.

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაში ჩართულ მუნიციპალიტეტებს მიეცათ თანხმობა, ერთობლივი შესყიდვისა და ამავე პროგრამის ფარგლებში შესასყიდი სამშენებლო მასალების, სამუშაოებისა და ამ სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურებების სხელმწიფო შესყიდვა ჯამში არა უმეტეს 50 416 797 ლარის ფარგლებში განახორციელონ გამარტივებულო შესყიდვის მეშვეობით“ - წერია მთავრობის განკარგულებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები