დღეს, 17 ნოემბერს, ატაჰოლდინგის ცენტრში მარნეულის საზოგადოებრივმა
კოლეჯმა პროექტის პრეზენტაცია გამართა.
საგანმანათლებლო დაწესებულებამ პროექტი „ექსტრაკულიკულური აქტივობები
სამოქალაქო ინტეგრაციის კვალდაკვალ“ დაიწყო, სადაც მონაწილეობას 30
ახალგაზრდა მიიღებს. აქტივობები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
კოლეჯის დირექტორის მოადგილის ზვიადი არძენაძის თქმით, განსახილველ
თემებს შორისაა ადამიანის უფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი და
ინტეგრაცია.
„ოთხ სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციასთან ერთად დაიწყო
ექსტრაკულიკულური აქტივობების განხორციელება. პირველი პრეზენტაცია
შედგა. დღევანდელ შეხვედრაზე ბენეფიციარებს გავაცანით პროექტის
შესახებ ინფორმაცია და პროექტში ჩართულმა პირებმა შინაარსობრივად
ისაუბრეს პროექტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითზე“ - თქვა
ზვიად არძენაძემ
პროექტი ითვალისწინებს შემდეგ აქტივობებს:
- შეხვედრა ფსიქოლოგთან
- პროფორიენტაცია
- ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების
ამაღლება
- წიგნის კითხვის პოპულარიზაცია
- სამოქალაქო აქტივიზმი
- სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნული უმცირესობების
გამოწვევები
- გადაცემის და სიუჟეტის მომზადება, რადიოს, სოციალური
მედიის მეშვეობით გავრცელება.
შეხვედრას ესწრებოდა პროექტში ჩართული ორგანიზაციები, ტრენერები,
პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი და ბენეფიციარები.