სოფელ დარბაზში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება - ბოლნისის მერია

ბოლნისის სოფელ დარბაზში ახალი საბავშვი ბაღი აშენდება.

15 ნოემბერს ბოლნისელი ახალგაზრდების ჯგუფმა მუნიციპალიტეტში პეტიცია შეიტანა. ახალგაზრდების განცხადებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში არ არსებობს საბავშვო ბაღი რის გამოც ადგილობრივებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მერიას ბაღის აშენების მოთხოვნით მიმართეს.

სოფელ დარბაზში ბაღის აშენების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ფეისბუქ გვერდზე ინფორმაცია 17 ნომებერს გაავრცელა. მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის სურვილს მხარს უჭერს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მიესალმება ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები იჩენენ მაღალ სამოქალაქო კულტურას და აქტიურად ცდილობენ მათი ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ ხელისუფლებას“. - აღნიშნულია ბოლნისი მერიის განცხადებაში

აღსანშნავია რომ პეტიციას, რომლითაც მოსახლეობა სოფელ დარბაზში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს, 652 ადამიანმა მოაწერა ხელი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დარბაზის თემში 4 სოფელი შედის. ამ სოფლის ბავშვებს კი საბავშვო ბაღში სიარული სოფლიდან 20 კილომეტრით დაშორებულ რატევანის საბავშვო ბაღში უწევთ.

გარდა სოფელ დარბაზისა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წლის განმავლობაში ბაღის აშენებას კიდევ 5 სოფელში გეგმავს, სამ სოფელში კი არსებული საბავშო ბაღის გარემონტებაა დაგეგმილი.

ახალი საბავშვო ბაღი აშენდება:
➡️ დაბა კაზრეთში
➡️ ნახიდურიში
➡️ ტალავერში
➡️ მამხუტში
➡️ რაჭისუბანში
➡️ დარბაზში
უკვე არსებულ საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სოფლებში:
➡️ ქვემო ბოლნისი
➡️ ტანძია
➡️ ქვეში

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები