რა კითხეს და რა უპასუხეს - მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის პირველი განხილვა
დღეს, 21 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის შემოსავლების პირველად ვერსიაზე, პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმილ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, პრეზენტაცია მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელმა, ლევან გაბაძემ წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ და ბიუჯეტში შესატან შენიშვნებზე ესაუბრათ. 2023 წლის ბიუჯეტის განხილავას ძირითადად მერიის და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. განხილვაში მონაწილეობას რამდენიმე ორგანიზაცია იღებდა, რომლებმაც თავიანთი წინადადებები წარადგინეს. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის, რაშან ზიადალიევის მთავარი კითხვა მარნეულში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობაზე იყო მიმართული.

„ერთობლივი პროექტი, რომელიც საფარის სახელით შემოვიტანეთ, არის ის, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა მოსახლეობის საჭიროებასთან დაკავშირებით და ვნახეთ, რომ სოფელ კაჩაგნისა და აღმამედლოს მოსახლეობას სჭირდება საბავშვო ბაღი. შეხვედრა ამავე თემაზე თვითვმმართველობის წარმომადგენლებთნაც გვქონდა. იქაც აღნიშნეს, რომ გათვალისწინებულია ბიუჯეტში სოფელ კაჩაგანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა , მოსახლეობამაც შეიტანა განცხადება. როგორც მახსოვს, 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, მაგრამ ბიუჯეტის პრეზენტაციაზე ეს ვერ მოვუსმინე“

ზიადალიევის კითხვაზე პასუხის გაცემა მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელმა სცადა. როგორც საკრებულოს დეპუტატმა, ადილ ალიევმა განაცხადა, ბიუჯეტიდან ბაღების მშენებლობა იმ მიზეზით ამოიღეს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების აშენების ვალდებულება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აიღო. ასაშენებლი ობიექნების სიაშია კაჩაგნის ბაღიც.

„ბაგა-ბაღების მშენებლობა იგეგმება, ოღონდ ცენტრალური ბიუჯეტიდან. აი, ისე, როგორც აშენდა ქუთლიარის სკოლა, საბირქენდის სკოლა მაგალითად. ცენტრალურმა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ მე უნდა ავაშენო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ბაღი„ - თქვა ადილ ალიოღლუმ და აღნიშნა, რომ კაჩაგნის ბაღის აშენება 2023-2024 წლებშია დაგეგმილი.

ბიუჯეტის განხილვისას, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ნაშირ ორდუხანოვმა დასვა. მან ყურადღება ახალგაზრდულ პროგრამებზე გაამახვილა.

„მე მაინტერესებს ახალგაზრდების ნაწილში კონკრეტულად რა პროგრამები გაქვთ. შარშანდელთან შედარებით წელს რამე სიახლეები ან ახალი პროგრამები გაქვთ თუ არა. საკრებულო განიხილავს თუ არა ახალგაზრდების ნაწილში ბიუჯეტის გაზრდას?“


ორდუხანოვის კითხვას პასუხი გასცა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა , მაია ნავერიანმა.

„პროგრამების შესახებ ჩვენ ვერაფერს მოგახსენებთ, ჩვენ შეგვიძლია ციფრები გითხრათ რა გვაქვს გათვალისწინებული. რა პროგრამებია ჩაშლილი, ეს დარგობრივი სამსახურების (პრეროგატივაა) შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ და მიიღებთ წერილობით პასუხს.“

ბიუჯეტის განხილვას ესწრებოდა სოციალუირი სამართლიანობის ცენტრის რეგიონლური იურისტი, ეთერ კოპალიანი, რომელმაც იკითხა, თუ რას გეგმავს მარნეულის მუნიციპალიტეტი და აქვს თუ არა გათვალისწინებული 2023 წლის ბიუჯეტში სოციალური პოლიტიკის და ეობრივი ბარიერის აღმოსაფხრელად რაიმე სერვისების დანერგვა.

„მე მაინტერესებს მუნიციპალიტეტის ხედვა სოციალური პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის ენის პოლიტიკისა და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან მიმართებით. ჩვენ ორგანიზაცია სალამთან ერთად და ასევე სხვა ორგანიზაციებთან ერთად, წარმოვადგინეთ წინადადება ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. პირველი ეხება თარჯიმნის რესურსებს და ზოგადად ენის პოლიტიკას. საჭიროებების კვლევა, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთა, იქიდან გამოვლინდა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელების დაახლოებით 69% საერთოდ არ მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას , ვინაიდან არ აქვთ შესაძლებლობა სახელმწიფო ენაზე საუბრის. ჩვენ წინადადებაში მოცემული იყო რამდენიმე მიმართულებით ენის პოლიტიკის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ეს იქნება ვებსაიტის გადათარგმნა, საჩივრების მომზადება, დოკუმენტების წარდგენა, საქმისწარმოება უშუალოდ ეთნიკური უმცირესობების ენებზე რომ იყოს შესაძლებელი. ამ მიმართულებით თქვენი ხედვა მაინტერესებს და რა ტიპის დაფინანსება იგეგმება 2023 წლის ბიუჯეტში“

ეთერ კოპალიანის კითხვაზე პასუხის გაცემას თვითმმართველობის რამდენიმე თანამშრომელი ცდილობდა. ყველა მათგანი არგუმენტად იშველიებდა შემთხვევას, როდესაც არ ახსოვთ მუნიციპალიტეტში მისულ მოქალაქეს რაიმე სერვისი ენობრივი ბარიერის გამო ვერ მიეღოთ. გაუმჯობესებული მომსახურების უზრუნველსაყოფად კი ზაურ დარგალის მერობის პერიოდში ინიცირებულ პროექტის გაგრძელებაზე საუბრობდნენ. დარგალის ინიციატივით, პირველ სართულზე შეიქმნებოდა სამენოვანი სივრცე სადაც მოქალაქეები მათთვის სასურველ ინფორმაციას მერიაში მათსავე ენაზე მიიღებდნენ. მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მომავლეობის შემსრულებლის თქმით, პროექტი კვლავ ძალაშია.

„261 000 ლარი არის ჩადებული პირველი სართულის რეაბილიტაციისათვის. რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა და კიდევ გამოცხადდება. იქ უკვე გათვალისწინებულია ახალგაზრდები, რომლებიც ეხმარებიან მოქალაქეებს. იცით თქვენ ბანკებს აქვთ ეს გამოცდილება, რომლებიც ეხმარებიან ინფორმაციის მიღებაში, გადათარგმნაში. კონსულტანტები იქნებიან მერიაში, რომლებიც გაუწევენ დახმარებას“

ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიაში ცვლილებების შეტანა უნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლაშა ქველაძეს. ამბობს, რომ 2023 წლის ბიუჯეტში სოციალური პაკეტების გაზრდა სურს.

“ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წერილობით მივმართეთ მერიას, სადაც ვითხოვთ სოციალური პაკეტების გაზრდას, რაშიც შედის სოციალური დახმარების გაზრდა, ვეტერანების დახმარება, სტუდენტების დახმარება. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ჩვენი ინიციატივა იყოს გატანილი და შემდეგ ბიუჯეტში ასახული“


მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პირველი განხილვის დასრულებისას, საკრებულოს წევრმა, თეონა ფარჯიანმა აღიშნა, რომ განხილვისას წარმოდგენილი ინიციატივები და შენიშვნები გადაეგზავნება მერიას არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

ბიუჯეტის განხილვის სრუპ პროცესს შეგიძლიათ უყუროთ აქ:


გარეკანის ფოტო: მარნეულის საკრებულო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები