„ნათელი მომავალი“ - იორმუღანლოში წიგნის სახლი გაიხსნა
20 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გარაჩოფში (იორმუღანლო) ადგილობრივი მასწავლებლების ინიციატივით და მოსახლეობის მხარდაჭერით, წიგნის სახლი „ნათელი მომავალი“ გაიხსნა. წიგნის სახლის გახსნაზე სოფლის მაცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას.

ორგანიზატორების თქმით „ნათელი მომავალი“ წიგნის სახლის
მიზანი გარაჩოფში მცხოვრები ასობით მოსწავლის არაფორმალური განათლების და რიგით აქტივოვებში მონაწილეობისთვის პირობების შექმნაა.

ღონისძიებაზე მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვაც იღებდა მონაწილეობას. მან ბიბლოოთეკას წიგნი „ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება“ აჩუქა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები