რა პროდუქტებს შეიძენენ მარნეულის საბავშვო ბაღებისთვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2023 წლის განმავლობაში, საკვები პროდუქტების შეძენას, 622 577 ლარად გეგმავს. ორგანიზაციას ამ ეტაპზე 8 ტენდერი აქვს და  გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების დადება მიმდინარეობს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 29 934 ლარად შეიძინა 330 კგ ქინძი უმაღლესი ხარისხის, საღი, მექანიკური და ბაქტეროლოგიური დაზიანების გარეშე, 330 კგ კამა, 330 კგ ოხრახუში და 46 480 ცალი კვერცხი.

91 546 ლარია გათვალისწინებული 2604 კილოგრამი წიწიბურის, 1764 კილოგრამი ბრინჯის, 15456 კილოგრამი კარტოფილის, 504 კილოგრამი ჭარხალის 121 კილოგრამი ნივრის, 2856 კილოგრამი სტაფილოს, 1193 კილოგრამი ხახვის, 840 კილოგრამი ლობიოს 504 კილოგრამი ბარდის, 5880 კილოგრამი კომბოსტოს, 12096 კილოგრამი ვაშლის და 3360 კილოგრამი ბანანის შესასყიდად.

179`088 ლარი დაჯდება :
  • საქონლის ხორცი (რბილი) 3360 კგ
  • საქონლის ხორცი ( ძვლიანი) 672 კგ
  • ქათმის ფილე 6048 კგ.

საბავშვო ბაღის მენიუში იქნება თევზიც, რომლისთვისაც მერიის ბიუჯეტიდან 29`568 ლარია გამოყოფილი.

„2688 კგ. გაყინული თევზი -( ხეკი)უნდა იყოს გაყინული სწრაფი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით -18 გრადუსი ცელსიუსი), უთავო, გამოშიგნული, ცივი წყლების. ფერი, სუნი და გემო უნდა იყოს მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი.არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დეფექტები, ლორწო“ - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება ასევე გეგმავს შეიძინოს წვენები, ჯემები და ტომატ-პასტა, რისთვისაც 62`961ლარი აქვთ გაწერილი:
  • ხილის წვენი 18480 ლიტრი,
  • ხილის ჯემები 420კგ,
  • ტომატ-პასტა 352 კგ.
13`184 ლარად შეისყიდიან 2419 ლიტრ რაფინირებულ ზეთს.

„უმაღლესი ხარისხის, ქარხნული წარმოების,რაფინირებული-100%, მზესუმზირის, ფერი მოყვითალო, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. არ უნდა შეიცავდეს ტექნიკურ ცხიმს, ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (ემულგატორების, კონსერვანტების და საღებავების სახით). დაფასოებული უნდა იყოს 1-5 ლიტრიან შეფუთვაში შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს შენახვის ვადები და პირობები. მექანიკური დაზიანების გარეშე. „
-წერია ტენდერში

ბაგა-ბაღების გაერთიანება 2023 წლის განმავლობაში 103`876 ლარად გეგმავს შესქელებული რძის, არაჟანის, კარაქის, ხაჭოს, ყველის და მაწონის შეძენას. ხოლო, 112`420 ლარია გათვალისწინებული პურისთვის, ხორბლისათვის, ორცხობილასთვის (პეჩენია), შაქარისთვის, კაკაოსთვის, ვერმიშელისთვის, მაკარონისთვის, ჩაისთვის, მარილისთვის, საფუარისა და საკვები სოდისათვის.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვების ვებ-გვერდზე მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესაძენად რამდენიმე სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა. კომპანიები ვალდებულები იქნებიან მარნეულის ბაგა-ბაღებს პროდუქტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა