„1+4“ პროგრამის სტუდენტეს შეეძლებათ სწავლის საფასურის დაფინანსებაზე „სოკარს“ ელექტრონულად მიმართონ
„1+4“ პროგრამის სტუდენტეს შეეძეათ სწავლის საფასურის დაფინანსებაზე „სოკარს“ ელექტრონულად მიწერონ.

მსგავსი სერვისის დანერგვაზე ინფორმაცია დეკემბრის თვეში გაჟღერდა. საიტი https://myscholarship.ge/ 21 თებერვალს გააქტიურდა. თანხის დაფინანსების მსურველები აღნიშნული პლატფორმით შეძლებენ „სოკარისთვის“ მიმართვას.

პირობების თანახმად, დაფინანსების კანდიდატები გახდებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც დათქმულ ვადებში შეავსებენ განაცხადს. სააპლიკაციო ფანჯარა გაიხსნება ყოველი სემესტრის ბოლოს და განაცხადის თარიღები გამოცხადდება მომდევნო დღეებში.

გარდა ამისა, რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, ზემოთ აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსდა სპეციალური ვიდეო ასისტენტი. პროგრამა „ 1+4“ 2010 წლიდან ამოქმედდა.

Print