„გადაწყვეტილება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული“ - ადმინისტრაცია სკოლის დახურვაზე
1 მარტს, საპროტექსტო აქცია გაიმართა მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, კერძო სკოლის დახურვის გამო. მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და საგანმნათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ „დავით აღმაშნებლის სახლეობს სკოლა-ლიცეუმს“ ავტორიზაცია უსამართლოდ გაუუქმდა.

კერძო სკოლაში განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევევების გამო სასწავლო პროცესი 8 მარტს შეწყდება. გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს სკოლის დირექტორის მოადგილე და ეჭვი აქვს, რომ “სკოლის დახურვა არის პოლიტიკური საკითხი”.  ამბობს, რომ სკოლაში ჩატარებული რიგგარეშე მონიტორინგი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში მოყვანილი ხარვეზები სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი არ უნდა ყოფილიყო.


„დავით აღმაშნებლის სკოლა-ლიცეუმი“ დაფუძნდა 2010 წელს. დაფუძნების დღიდან სკოლამ წარმატებით გაარა განათლების სახრისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ავტორიზაციისა და მონიტორინგის. საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 27 თებერვალს მიუღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული. დავით აღმაშნებლის სკოლა-ლიცეუმის საკუთრებაში არსებული სხვა სკოლების ირგვლივ ბოლო ხუტი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს. 2-16 წლიდან იგივე გზით ავტორიზაცია გაუუქმდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, ბათუმის სკოლა-ლიცეუმს, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას და შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“

„დავით აღმაშნებლის სახლეობის სკოლა-ლიცეუმის“ ერთ-ერთი მშობელი , თამარ გონაძე მიიჩნევს, რომ სკოლაში მიმდინარე პროცესებმა არ უნდა დააზარალოს ბავშვთა ინტერესები. ითხოვს, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილი სამი თვე მოსწავლეებმა კვლავ იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაატარონ.

„როგორც გვითხრეს, სკოლის დახურვის ორი მიზეზია. ერთი ის, რომ დახურული დარბაზი მცირე ზომისაა, მეორე თქვვეს, რომ მასწავლებლის შეფასებები შივიდ ბავშვთან მიმართებაში იყო ერთნაირი. ჩვენი შეკრების მიზეზი არის, ის, რომ შუა სასწავლო წელს, როცა დასრულებამდე სამი თვე დარჩა სკოლის დახურვა მართებული არაა ბავშვებითვის. არ არის მართებული ბავშები გამოუშვა სკოლიდან და უმისამართოდ გადაანაწილო სხვადასხვა სკოლებში. ჩემი შვილი პირველკლასშია და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. მოდით, ჩამოვყალიბდეთ, თუ ვიცავთ ბავშვთა უფლებებს, დავიცვათ მათი უფლებები და სასწავლო პროცესი დასრულდეს. დანარჩენი თუ რამე პრეტენზიები ექნებათ სკოლასთან ისაუბრონ სკოლასთან და თუ გადაწყვეტილება დარჩება ძალაში იყოს, თუმცა პირველ რიგში დავიცვათ ბავშვღა უფლებები“


საბჭოს გადაწყვეტილების აპროტესტებს ინგლისუირი ენის პედაგოგი, თამარ არჩვაძე.

„მე მასწავლებლობასთან ერთად ვარ მაგისტრის სტუდენტი. ჩემთვის ძალიან რთულია ამ შუა სასწავლო პროცესში სამსახურის დაკარგვა. რადგანაც ვაკანსიები არსად ცხადდება ამ ეტაპზე და ვრჩები ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე. ასევე ძალიან ემოციური იყო გუშინდელი შეხვედრა ბავშვებთან, რომლებმაც ემოციური ტრამვა მიიღეს“

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შეკრებილები მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, ალი გახრამანოვის გარეთ გასვლას და მათთან შეხვედრას მოითხოვდნენ.


მშობლებმა შენობაში შესვლის გადაწყვეტლება და პირისპირ საუბარი გადაწყვიტეს.

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავეენ, რომ მათ ავტორიზაციის პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ერთადერთი, რითაც შეიძლება დაეხმარნონ, სკოლებში გადანაწილებაა.

„ რესურსცენტრი არის შუალედური რგოლი, ჩვენ ბრძანებებს ვერ ვიღებთ. მხოლოდდამხოლოდ განმახორციელებლები ვათ. ჩვენ ვასრულებთ სამინისტროს მიერ მიღებულ რეზოლუციას. სკოლამ ვერ გაიარა ავტორიზაცია და შემდგომი ეტაპები ისე უნდა გადავლახოთ, როგორც გვეუბნებიან ჩვენი ზემდგომები. ამისათვის ჩვენ ვიქცევით შემდეგნაირად. რომ არ დარჩეს არცერთი მოსწავლე სწავლის მიღმა, უკვე გვაქვს მოძიებული ქალაქის ქართულ სკოლებში , ქართლ სექტორში პირველიდან მეექვსე კლასამდე ის თავისუფალი ადგილები სად რამდენია. გარდა ამისა, გვპირდებიან რომ N2 და N6 სკოლაში გაიხსნება პირველი კლასები ამ მოსწავლეებისთვის. 274 თავისუფალი ადგილი გვაქვს მოძიებული“ - ამბობს რესურსცენტრის წარმომადგენელი ირმა დავაძე.

რესურსცენტრის შემოთავაზებას , ბავშვების გადანაწილებაზე არ ეთანხმებიან მშობლები და საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მუშაობის გაგრძელებას მოითხოვენ. იგეგმება განათლების მინისტრისთვის მიმართა. ასევე შეტანილია სარჩელი სასამართლოში.

რადიო „მარნეული“ დეტალების გარკევევას ასევე შეეცდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრშიც. მასალა განახლდება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები