საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანულენოვან სკოლებში 21 მარტს დასვენების დღე იქნება

„ნოვრუზ ბაირამი სადაც აღინიშნება იმ მუნიციპალიტეტებში 21 მარტს სახელმწიფო და კერძო სკოლები დაისვენებენ“

- ამის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, სამოქალაქო აქტივისტ აიგულ ისაევას თემასთან დაკავშირებულ წერილზე პასუხად მისწერა. 2023 წლის 15 თებერვალს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელმა მასწავლებლებმა განათლების სამინისტროში შეიტანეს წერილი, რომლითაც საგაზაფხულო არდადეგების ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე დამთხვევას ითხოვდნენ.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული ზაფხულის დადგომა ემთხვევა ნოვრუზის დღესასწაულს, დღესასწაულისთვის მზადებას კი რამდენიმე დღე სჭირდება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნოვრუზის დადგომასთან ერთად საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები ქვემო ქართლის რეგიონს სტუმრობენ, რის გამოც ხშირად იშლება სასწავლო პროცესი სკოლებში და ჩერდება სამუშაო პროცესი მერიაში, რადგან სტუმრების დასახვედრად სამზადისი მიმდინარეობს.

სამინისტროს პასუხის წერილში აღნიშნულია: „საქართველოს პრეზიტენდის 2010 წლის 23 მარტის ნომერ 187 განკარგულებით ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნასთან დაკავშირებით 21 მარტი გამოცხადდა დღესასწაულად. იმ მუნიციპალიტეტბში სადაც ნოვრუზი აღინიშნება 21 მარტი სახელმწიფო და კერძო სკოლებში დასვენების დღედ გამოცხადდა. ეს სამართლის, უფლებასმოისლების ეროვნულ კურიკიკულუმში აისახა. 21 მარტის დღესასწაულად აღნიშვნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მიმართვის საფუძველზე მიეცა თანხმობა”.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 30 სექტემბერს ნოვრუზ ბაირამი იუნესკოს მიერ არამეტრიალურ კულტურულ მემკვიდრეობად იქნ აღიარებული, 2010 წლის 23 თებერვალს კი გაეროს მთავარ ასამბლეაზე 21 მარტი „ნოვრუზის საერთაშოეისო დღდ“ გამოცხადდა.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები