მარნეულის 20 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს
მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2020-2021 სასწავლო წლის 20 კურსდამთავრებულ მოსწავლეს გადაეცა 12 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი, ხოლო აღნიშნული სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 34 წარმატებულ მოსწავლეს-პერსონალური კომპიუტერი.

„ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ხანალი გახრამანოვმა სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და ჯილდო პირადად გადასცეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.“ - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.

დაჯიდლოების ცერემონიის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა რადიო „მარნეულს“. ღონისძიების ჩატარების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მუნიციპალიტეტმა დაჯილდოვების ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები