გენდერული ბიუჯეტი და ქალების საჭიროებების გათვალისწინება - მარნეულელმა მოსწავლეები მერიას მიმართავენ
ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პროგრამა „SHE’s GREAT!“-ის ფარგლებში შექმნილი „გენდერი და ჩემი გარემო“ კლუბის წევრები, ქალებისა და კაცების საჭიროებების თვითმმართველობის დღის წესრიგში თანაბრად დაყენების მიზნით ახორციელებნ პროექტს - „თანასწორი ბიუჯეტი თანასწორი შესაძლებლობისთვის“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლებმა დაწერეს განცხადება მარნეულის მერიაში შესატანად. მათი მთავარი მოთხოვნაა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს გენდერულ ბიუჯეტირებას და ქალების საჭიროებების გათვალისწინებას მუნიციპალურ ბიუჯეტში.

“გენდერული სამართლიანობის მისაღწევად, ადგილობრივ თვითმმართველობებს მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ. სწორედ თვითმმართველობის პოლიტიკა განაპირობებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების კეთილდღეობას, რაც თავისთავად ვერ მიიღწევა თუკი მუნიციპალიტეტები სათანადო ყურადღებას არ დაუთმობენ გენდერულ ბიუჯეტირებას ანუ იგივე გენდერულად მგრძნობიარე, ან გენდერულად ორიენტირებულ ბიუჯეტირებას, რომელშიც დაბალანსებული იქნება სხვადასხვა სოციალურ-გენდერული ჯგუფის წარმომადგენელთა მოთხოვნილებები და ინტერესები.” - ამბობს მარნეულის N2 საჯარო სკოლის, მეთორმეტე კლასის მოსწავლე, რაუფ ბაბაქიშიევი.



აღსანიშნავია, რომ „SHE’s GREAT!“ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს სამთვიანი ტრენინგ- კურსი, რომლის პირველი ეტაპის შემდეგაც დაწერეს პროექტი, მიიღეს მცირე გრანტი და ახორციელებენ ზემოთაღნიშნულ პროექტს.

SHE’s GREAT! გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებულ გლობალური პროგრამაა. ის ორგანიზაცია IREX-ის ინიციატივაა, რომელიც ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება მსოფლიოს ექვს ქვეყანაში: საქართველო იორდანია, ყირგიზეთი, სენტ-ლუსია, გვატემალა, უკრაინა. პროგრამას საქართველოში ახორციელებს საქართველოს
სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD).

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები