რამდენი თავიუფალი ადგილია დარჩენილი მარნეულის სკოლებში პირველკლასელებისთვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლას 2023-2024 სასწავლო წლისათვის 2 890 პირველკლასელის მიღება შეუძლია.

ეს არის ლიმიტირებული რაოდენობა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინდივიდუალურად გამოაცხადეს. პირველკლასელთა მიღების ორ ეტაპზე 543 მსურველი დარეგისტრირდა. 8 ივნისიდან მესამე, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპი დაიწყება.

რეგისტრაციის გავლა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. -ზე იქნება შესაძლებელი. რადიო „მარნეულმა“ ამ ეტაპზე არსებული ვაკანტური ადგილები დაითვალა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სკოლებში 2 347 თავისუფალი ადგილია.

არის ისეთი სკოლების, სადაც ჯერჯერობით, არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. ასეთი ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 25 სკოლაა. გთავაზობთ დაწესებულებების ჩამონათვალს და მისაღები ადგილების მაქსიმალურ რაოდენობას.

  • ახლოლალოს სკოლა - 20 ადგილი
  • აღკულას სკოლა - 10 ადგილი
  • დაშტაფას სკოლა 25 - ადგილი
  • დიდი მუღანლოს სკოლა - 30 ადგილი
  • ჩანახჩის სკოლა - 20 ადგილი
  • გიულბაღიბის სკოლა - 10 ადგილი
  • იმირჭალის სკოლა - 10 ადგილი
  • იმირის სკოლა - 20 ადგილი
  • კაჩაგნის N2 სკოლა – 30 ადგილი
  • კასუმლოს სკოლა - 100 ადგილი
  • კირაჩ-მუღანლოს სკოლა - 30 ადგილი
  • კირიხლოს სკოლა - 30 ადგილი
  • კიროვკას სკოლა - 20 ადგილი
  • ოფრეთის სკოლა - 20 ადგილი
  • ქუთლიარის სკოლა - 30 ადგილი
  • საბირქენდის N1 სკოლა – 100 ადგილი
  • სადახლოს N2 სკოლა – 85 ადგილი
  • სიონის სკოლა 20 ადგილი
  • თამარისი N1 სკოლა – 40 ადგილი
  • თაზაქენდი N2 სკოლა – 30 ადგილი
  • თაზაქენდო N1 სკოლა - 80 ადგილი
  • ხუტორ ლეჟბადინის სკოლა - 5 ადგილი
  • ულაშლოს სკოლა - 16 ადგილი
  • წერაქვის სკოლა - 13 ადგილი
  • ზემო სარალის სკოლა - 25 ადგილი

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები