2023 წელს ქალაქ მარნეულის N4 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქვემო ქართლის მხარის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885
საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული
პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს 15 ახალი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა და 8 საბავშვო ბაღის
რეაბილიტაცია დაიწყება.
2023 წელს აშენდება:
- ქალაქ რუსთავის №11 და №25 საბავშვო
ბაღები;
- ბოლნისში დაბა კაზრეთის და მამხუტის საბავშვო
ბაღები;
- თეთრიწყაროში ვაშლოვანის და ორბეთის საბავშვო
ბაღები;
- წალკაში თიალეთისა და კაბურის საბავშვო
ბაღები;
- გარდაბანში მარტყოფის და სართიჭალის საბავშვო
ბაღები;
- დმანისში ამამლოს და ირგანჩაის საბავშვო
ბაღები;
- მარნეულში ქალაქ მარნეულის, წერეთლის და შულავერის
საბავშვო ბაღები.
2023 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება:
- რუსთავის №31 ბაღს;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ტანძიისა და ქვემო ბოლნისის
ბაღს;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ლემშვენიერას №1 და
ლემშვენიერა-მზიანეთის ბაღს;
- დმანისის №1 საბავშვო ბაღს;
- თეთრიწყაროს №1 საბავშვო ბაღს;
- მარნეულის №4 საბავშვო ბაღს.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
განვითარების ფონდი განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მარნეულში 3
ბაღის მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონზე მეტი
გამოიყო.