მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრი", Embassy of the
Netherlands in Georgia - ს ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით
თოჯინურ სპექტაკლს წარადგენს.
სპექტაკლი ,აისია" 14-16 ივლისს მარნეულის კულტურის ცენტრში 15:00
საათზე გაიმართება.
სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი ტატო გელიაშვილია. პიესაზე თამთა
ტაბატაძემ და ტატო გელიაშვილმა იმუშავა. სპექტაკლის მარიონეტები კი
არმენ ჰოვანესიანმა შექმნა.
„სპექტაკლი მოგვითხრობს მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი
სოფლის ამბავს, რომლის მცხოვრებლებიც კარგად აცნობიერებენ რომ
მშვიდობიანი და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მთავარი ურთიერთგაგება,
ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემაა.“ - წერს
მარნეულის კულტურის ცენტრი.
სპექტაკლი განკუთვნილია 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
დასწრება თავისუფალია, ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: 577 961
872
კულტურის ცენტრსა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეთანხმების
მიხედვით, სპექტაკლის ჩვენებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადახვა
სოფლებში გაიმართება.