მარნეულელი მშვილდოსანი საქართველოს თასის მეორე ეტაპის ჩემპიონია
მარნეულელი მშვილდოსანი, სალომე ხარშილაძე, ახალგაზრდებში საქართველოს თასის მეორე ეტაპის ჩემპიონია. ინფორმაციას მარნეულის სპორტული სკოლა ავრცელებს.


„მიმდინარე წლის 14-17 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, მშვილდოსნობის ახალ სასროლეთზე, გაიმართა 2023 წლის საქართველოს ახალგაზრდული თასის გათამაშების მეორე ეტაპი. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მშვილდოსანმა სალომე ხარშილაძემ (პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი) და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს სალომეს მიღწეულ წარმატებას! „
- წერს სპორტსკოლა

შეჯიბრება პირადია და გაიმართა მხოლოდ "კლასიკური მშვილდის" ბიჭების და გოგონების კატეგორიაში. სასროლი დისტანცია შეადგენს 60 მეტრს 18 წლამდე სპორტსმენებისთვის და 70 მეტრს 21 წლამდე სპორტსმენებისთვის.


Print