მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო
პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაცია
11 მარტს დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მსურველებს შეუძლიათ ჩააბარონ უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო
პროფესიული უნარებისა და ერთ-ერთი საგნის გამოცდა შემდეგი
ჩამონათვალიდან:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი
საფეხური);
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და
ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
- აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და
ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და
ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და
ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო
საფეხური);
- ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და
სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო
საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო
საფეხური);
- საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო
საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო
საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
- უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო
საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული,
იტალიური;
- ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნება, მუსიკა,
- სპორტი;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული
ტექნოლოგიები;
- სომხური ენის გამოცდა;
- აზერბაიჯანული ენის გამოცდა.
აქვთ თუ არა უფლება აპლიკანტებს, გავიდნენ 2 საგნის გამოცდაზე
ერთდროულად - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა პირმა მიმართა
და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გთავაზობთ ოფიციალურ
განმარტებას:
„ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე,
სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო
პროფესიული უნარების გამოცდები“.
წყარო: etaloni.ge