ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისიდან იწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება, ეთნიკური უმცირესობებისთვის ზოგადი უნარების გამოცდა 9 ივლისს ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2025 წლის გამოცდების დაწყების თარიღები და განრიგი. გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. რეგისტრირებული პირების რაოდენობა დაახლოებით 80 ათასს შეადგენს.

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. 22 ივლისს ჩატარდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა, რითაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდება.

ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 1+4 პროგრამის ფარგლებში აბარებენ, ზოგადი უნარების გამოცდა 9 ივლისს ჩატარდება. გამოცდები გაიმართება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

მასწავლებელთა გამოცდები დაიწყება 8 ივლისს. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება 10 ივლისს. საერთო სამაგისტრო გამოცდები დაგეგმილია 21 და 22 ივლისს.

გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან. ბარათზე მითითებული იქნება გამოცდის თარიღი, საგამოცდო ცენტრის მისამართი და გამოცხადების დრო.

2025 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, ახალციხე, ხულო და ამბროლაური.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები