მარნეულის მერიამ „ნოვრუზ ბაირამის“ თემატიკის საჩუქრები შეიძინა,
რომლებიც დღესასწაულზე მარნეულში ჩამოსულ მაღალი რანგის სამთავრობო და
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის უნდა გადაეცათ.
„ღონისძიების მნიშვნელობისა და სტუმართა მაღალი სტატუსის
გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სიმბოლური საჩუქრების
დამზადება, რომელიც ატარებს კულტურულ და წარმომადგენლობით დატვირთვას.
საჩუქარი უნდა ასახავდეს „ნოვრუზ ბაირამის“ თემატიკას. აღნიშნული
ემსახურება ადგილობრივი მულტიკულტურის პოპულარიზაციას“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში
მარნეულის მერიამ
მაღალი რანგის სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლებისათვის „ნოვრუზ ბაირამის“ თემატიკის 8 ცალი ტიხრული
მინანქრის პანო ინდივიდუალური მეწარმე გურანდა გრიგოლიასაგან 8 000
ლარად შეიძინა.
მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული 21 მარტს უნდა გამართულიყო.
ღონისძიება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს
გარდაცვალების გამო გაუქმდა. შესაბამისად, მარნეულის მერიამ სტუმრებს
შეძენილი საჩუქრები ვეღარ გადასცა.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსაუხრში განუცხადეს, რომ 2026 წელს „ნოვრუზ ბაირამისათვის“ შეძენილ
საჩუქრებს მუნიციპალიტეტი მომდევნო წელს, ნოვრუზის აღნიშვნისას
აჩუქებს მოწვეულ სტუმრებს, ან სუვენირებს იმ მაღალი რანგის სამთავრობო
და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემენ, რომლებიც
მარნეულის მერიას სხვა დროს ესტუმრებიან.
რადიო „მარნეული“